top of page

ქუნარეშ, ლაფანაალ და ლისგვჯინაალ

ბევრმა იცით ჩემი დამოკიდებულება - სვანეთი საქართველოს განძთსაცავია. დღეს, ბევრს საუბროიბენ ტრადიციათა შენარჩუნებაზე და ძალიან სავალალოა არა იმდენად ის, რომ ამაზე მსჯელობა გვიწევს, რამდენადაც ის ფაქტი, რომ ხშირად, ტრადიციად მიიჩნევა ის, რაც ან საერთოდ არ წარმოადგენს ასეთს, ან არ არის ჩვენი და ძალით ან მეცადინეობითაა დანერგილი. ლამაზი ტრადიცია სხვა ხალხისაც კარგია და დასაფასებელი - ეს კულტურის არმქონე ერებს არ ძალუძთ სხვისი კულტურის დაფასება, მაგრამ ახლის დანრგვის კვალდაკვალ, საკუთარის მივიწყება, სუიციდია.

ნათლისღებას სვანეთში, მის ზემო და ქვემო ნაწილებში სხვა და სხვა დროსა და სხვა და სხვა დასახელების ტრადიციით ეგებებიან. ქვემოთ ნაჩვენებია რეკონსტრუირებული ვიდეო, რომელიც შარშან აღმოვაჩინე.

ავტორი, მარიამ ხაჩვანი წერს;

„დღეს, სულების მასპინძლობა იწყება სვანეთში - „ლისგვჯინაალ“, ეს არის ამოუცნობი, მისტიური დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს…

ჩემდა სასიხარულოდ, ამ რამდენიმე ხნის წინ გავწევრიანდი ჯგუფში „ლეშნი ნინ - სვანური ენა“. გარდა იმისა, რომ იქ ქალბატონი რუსუდან იოსელიანი ცალკეულ სიტყვებსა თუ ცნებებს გვასწავლის, არამედ გვიხსნის და გვიყვება ტრადიციათა შესახებაც. როგორც აღმოჩნდა, ქვემო სვანეთში რაღაც მსგავსი რიტუალი ნათლისღებამდე ერთი კვირით ადრე იწყება და მას „ქუნარეშ“ ეწოდება. ხოლო ნათლისღების ღამით კი ზმოსვანეთში იწყება ერთკვირიანი რიტუალი, რომელიც იმდენად მისტიური და იდუმალია, რომ სრული აღწერის მოხმობაც ღირს. “ამ დღეს ყველა ოჯახში დილიდან სამზადისია, განსაკუთრებულად ალაგებენ სახლს, ხეხავენ ჯამ-ჭურჭელს (ლიშვიინე)... საღამოს, მზის ჩასვლის მერე, ოჯახიდან ერთი წევრი მიდის სასაფლაოზე, მიაქვს კვერები და არაყი, დაანთებს სანთელს, მიცვალებულთა სულებს შეუნდობს, მოიწვევს სახლში და ანთებული სანთლით ხელში გამოემართება სახლისკენ იმ იმედით, რომ მიცვალებულთა სულები მოყვებიან. ამ დღეს სვანეთში თითქმის ყოველთვის თოვს, ან ახალი ჩამოთოვლილია... ძაღლებს ან ამწყვდევენ, ან დააბამენ, რომ არ დაიყეფონ და არ შეაშინონ სულები. ამ დროს ოჯახში სუფრა უკვე გაშლილია, სუფრაზე სანთლები დანთებული, კარები აუცილებლად ღია უნდა იყოს. ოჯახის უფროსი ჭიქით ხელში ამბობს შესანდობარს, ჩამოთვლის მიცვალებულთა სახელებს, ცდილობს არავინ გამორჩეს. ოჯახის წევრი მამაკაცები ფეხზე დგანან, ქალები კი მუხლის ჩოქებზე. შემდეგ ჭიქას გადაუქცევენ (ჩუ ხოშუნდვებიხ). ამ რიტუალის შესრულების შემდეგ ცოტა დრო უნდა გავიდეს და მხოლოდ მერე მიუსხდებიან სუფრას, თითქოს ჯერ მიცვალებულთა სულებს უნდა აცალონ სუფრასთან ჯდომა. დღესვე საღამოს მიცვალებულთა სულებს აცილებენ „ლალხორთე“ (ლალხორ - საკრებულო, შესაკრები ადგილი), ხალხის რწმენით მიცვ. სულებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა წაიყვანონ იმ ქვეყნად... ოჯახის წევრები მიცვალებულთა სულებს სთხოვენ, თუ საკადრისი სუფრა ვერ გაგიშალეთ, მოგვიტევეთო, სთხოვენ აგრეთვე, რომ კარგი გადაწყვეტილება მიიღონ (ხოჩა ნალხორ როქუ ანჴიდდ) და წელს არავინ არ წაიყვანოთო. კვირა საღამოს მიცვ. სულები ბრუნდებიან „ლალხორიდან“, ამ დროს აუცილებლად ოჯახში მზადდება ფაფა (ქაქ) და ამ ცხელ ფაფას წაუდგამენ საკურთხად. შემდეგ უკვე ხსნილის სუფრა იშლება. ორშაბათს არის სულების გაცილება, ამ დღეს ლიჰლომაალი / ლისგვჯინაალი (წაბრძანება) ჰქვია. დილით, ძაან ადრე, იშლება სახსნილო სუფრა, ინთება სანთლები, შეუნდობენ მიცვ. სულებს და აცილებენ შემდეგი სიტყვებით: "დეჲ ჯიკლდინე, დეჲ ჯარააგუნე" - არც გაჩქარებ, არც გაყოვნებ. ასე მთავრდება ლიფაანალი. პურის ცხობისა და კერძების მომზადების დროს, ცეცხლში აუცილებლად შეუკეთებენ არყის ხის სარიტუალო ჯოხს (ჴულ), რომელიც ახალ წელს მოაქვთ ოჯახში ნაძვის ხესთან ერთად. "ლიფაანალის" დღეებში ოჯახის წევრები ცდილობენ გაართონ მიცვალებულთა სულები - ყვებიან ზღაპრებს, უკრავენ ჭუნირზე, ფანდურზე, არ შეიძლება ხმაური... ადგომ - ნათლისღების წინადღე განცხდაბ - ნათლისღება (19 იანვარი)

„ლიფანაალი“ - სულთა მასპინძლობის რიტუალი. ლატალი 1928 წლის ფოტო

Comments


bottom of page