top of page

უშველეთ ქართული დემოკრატიას!

Updated: Feb 7, 2020

Washington Examiner საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე წერს და ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდებს, თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის ახალგაზრდა დემოკრატია გადაარჩინოს.

ავტორის, ტომ როგანის აზრით, მაშინ, როდესაც შტატებში „უკრაინული იმპიჩმენტის“ საკითხი კვლავაც დამოკლეს მახვილივით გამოკიდებულა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა, შესაძლოა, ქართული დემოკრატიის შველა მოისურვოს.

ეს მხარდაშერა სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა სხვა ევრაზიულ ნარატივს - დიახაც, ამერიკა ეხმარება მის უაღრესად ერთგულ და თავისულფების მოყვარულ ნაციას.

მაგრამ ტრამპი დუმს.

ქართველი ხალხი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მარიონეტი პრემიერ-მინისტირის, გიორგი გახარიას წნეხის ქვეშაა. ვაშინგტონში უკვე აღარ სვამენ კითხვებს. ცალსახაა ივანიშვილის ბოლო ერთი წლის ქმედებათა შეფასებაც - ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიცემული პირობა დააღვია; ოპოზიციას, თავს ესხმის და.. ელაქუცება პუტინს. ამ ბოლო პუნქტს, პირდაპირ უკავშირებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამბავს. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ანაკლიის ამოქმედება, არა მხოლოდ დიდ სიმდიდრეს და მსოფლიო ვაჭრობაში ადგილს მოუტანდა საქართველოს, არამედ დაამხობდა ზღვაზე რუსეთის საპორტო ჰეგემონიას და ამიტომაც, პუტინის საამებლად, ივანიშვილმა პროექტი მოკლა.

ტრამპის დუმილის გარდა, ავტორი პომპეოს მხრიდან პასიურობაზეც მიუთითებს და საგანგებოდ აღნიშნავს ახალი ელჩის, კელლი დაგნანი მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებას, რომელშიც „მოზომილი შეშფოთებაც კი არ გახლდათ გამოხატული“.

კონგრესისსა და სენატის წევრთა განცხადებები, ეფექტს იქონიებს, მაგრამ არასათანადოს - აღმასრულებელთა ჩართვაა საჭირო. ტრამპმა თუ არა, პომპეომ მაინც უნდა ისაუბროს ამაზე. მხოლოდ ამის შემდეგ დაიჯერებს ივანიშვილი, რომ ამერიკა, მხოლოდ სიტყვები არაა. ტრამპმა უნდა ისაუბროს. ის, რაც საქართველოში ხდება, ადამიანური ტრაგედიაა და საერთაშორისო ლიბერალური წესრიგისთვის, რომლის სათავეშიც აშშ დგას, საფრთხეს წარმოადგენს. ეს ქართველი ხალხის ინტერესებს და იმედებს ეწინააღმდეგება

Comments


bottom of page