top of page

უტეხი! (+VIDEO)

ცხადია, იყო დრო, როდესაც გვეიმედებოდა მისი და მოკავშირედ მიგვაჩნდა, მაგრამ ახლა, ასწლეულების შემდეგ, წყაროთა და ქმედებათა შედეგების გათვალისწინებით, მშვენივრად მოგვეხსენება, რომ ალექსანდრე კახთა მეფის კარზე ჩამოტანილი ბეწვეულითა და უხვი დაპირებებით დაწყებული, ყველაფერი მტრული განზრახვის ნიღაბი გახლდათ.. და იმ დღიდან მოყოლებული, ის არასოდეს იყო ჩემთვის რაიმე სხვა, გარდა ძმის ღიმილით მოსული მტრისა - მტარვალისა და თახსირისა, სიტყვის არშემნახავისა, ზურგში ჩამცემისა, სარმის დამდებისა, თავად უკულტურო და სხვათა კულტურულის მომტერისა, მოგონილი დიდებითა და მითვისებული წარსულით... XX საუკუნის დასაწყისიც და დასასრულიც, საქართველოსთვის რუსული გამოვლინებით გამოირჩა. თუ 1920 წლის ხელშეკრულება რუსეთმა 9 თვეში დაარღვია, 1993 წლის შეთანხმება, რომელიც ძალთა განიარაღებას გულისხმობდა, დაარღვია რამდენიმე კვირაში. 16 სექტემბერს სოხუმზე გააფთრებული შეტევა დაიწყო.

ყველაფერი ეს, საქართველოს საამაყო შვილმა უზუსტესად შეაფასა:

ამის შემდეგ იყო ალყა.. სასოწარკვეთილი ზარი კბილებამდე შეიარაღებულ 15.000 ქართველის სარდლობასთან და.. სასტიკი უარი, ერთეულ გარდარჩენილთა სიცოცხლის გადასარჩენად დანებება, გურამ გაბისკირიას მუხლის არმოყრა, დახვრეტა...

Comments


bottom of page