top of page

უნდა ვიცოდეთ

აშშ-მა კორონავირუსის 5 შემთხვევა დაადასტურა. ორი პაციენტი კალიფორნიაშია. დანარჩენები არიზონაში, ჩიკაგოსა და ვაშინგტონში - თითოეული მათგანი ვირუსის ეპიცენტრში, ქალაქ მუჰანში იმყოფებოდა. ვრცელდება შტატებში ვირუსის გავრცელების რუკა

აქვე, იმავე სტურქტურების მიერ გავრცელებული რუკა, სადაც აღნიშნულია ქვეყნები, სადაც უკვე დადასტურებულად ახალი ვირუსით ინფიცირებული პაციენტი დაფიქსირდა. თავად ჩინეთში, მსხვერპლის რიცხვა 100-ს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებული 4 ათასზე მეტია. დამატებითი შემთხვევები, რომლებიც მგზავრობასთან უკავშირდება, დაფიქსირდა ტაილანდში, ჰონკონგში, ტაივანში, ავსტრალიაში, მოკაოში, სინგაპურში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიაში, გერმანიაში, ვიეტნამსა და ნეპალში.

რუკებს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის საერთაშორისო ორგანიზაციები ავრცელებნ. მათვე ეკუთვნით სიმპტომების მაქსიმალურად დაზუსტებული ჩამონათვალი. წარმოდგენილ ვებრესურსზე, ვირუსის განვითარებასა და მასთან ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ, მონაცემები დღეში რამდენჯერმე იცვლება. აქვე რჩევების მრავალმხრივი კომპლექტს მიაგნებთ - ისინი სპეციალიზირებულია და კვალიფიკაციის მიხედვითაა დანაწილებული. ცხადია, ეს სიმპტომები, უკვე, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ გამეორება არ გვაწყენს. მით უმეტეს, რომ ჩინეთის სამედიცინო საზოგადოება ინფიცირებულ მედპერსონალზეც ალაპარაკდა, რაც, მართალია, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, თუ კი ეს მართლაც ასე აღმოჩნდა, მკაფიოა, თუ რაოდენ ჭირს დაავადების გავრცელებისკონტროლი

მაშ ასე, სიმპტომები:

  • ციებ-ცხელებისთვის დამახასიათებელი ნიშნები

  • მწვავე ხველა

  • შეფერხებული სუნთქვა

Comments


bottom of page