უმჯობესი რუსეთი?
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 21, 2020
- 2 min read
დიახ, უმჯობესი და არა უკეთესი. ანუ, რუსეთისგან სიკეთეს არც უნდა ელოდო, თუმცა, რაღაც ვარიანტში, შესაძლოა, ერთი ვერსია რუსეთისა, ჯობდეს მეორეს.
არ ვიცი, როგორი იქნებოდა ნემცოვის რუსეთი.. ან იქნებოდა თუ არა ის საერთოდ, მაგრამ პუტინისას აჯობებდა, დანამდვილებით.
ჰოდა, მოკლა. მაშინ, #დავითბერძენიშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა:
თან რუსეთი იყოს შენი სამშობლო, თან არ მიდიოდე იმ ქვეყნიდან და თან იბრძოდე მომავლისთვის და შვილებისთვის, შვილიშვილების პერსპექტივისთვის... - ნემცოვი ამის სახე და სიმბოლო იყო. ნემცოვისა და სხვა პოლიტიკოსების მკვლელობა, მათზე თავდასხმები, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას აკისრებს იმ რეჟიმს, რაც არის ამ ქვეყანაში და რაც არის საკმაოდ სახიფათო მსოფლიო წესრიგისთვის
საერთოდ, თუ დავაკვირებით, მსოფლიოს იმ ქალაქების რიცხვი, სადაც, პუტინის ბრძანების შემდეგ, ცხედრები რჩება, შეუქცევადად მზარდია. თუ ყველაფერი ჰააგაში არ გაგრძელდა და პუტინისა და მისი დამქაშების მსჯავრით არ დასრულდა, კაცობრიობა ყველაფრის ღირსია.

რამდენიმე დღეში, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მეხუთე წლისთავი დადგება. ახლახანს ეუთომ რუსეთს უმკაცრესი ბრალდება წაუყენა: როგორც აღმოჩნდა, ამ მკვლელობის გამო, რომელიც რუსეთის დედაქალქის ცენტრში მოხდა და ოპოზიციის თვალსაჩინოს წარმომადგენლის სიცოცხლე იმსხვერპლა, პუტინის სახელმწიფოს ფორმალური გამოძიებაც კი არ ჩაუტარებია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარეტ სედერფელტმა განაცხადა, რომ დეტალური ანალიზის შედეგად, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ირგვლივ, ეუთოში ყველაზე დაწვრილებითი საერთაშორუისო-სამართლებრივი დოკუმენტი მომზადდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის მომზადებაში, რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია. მეტიც, მოსკოვმა უარი განაცხადა წარმოედგინა რაიმე მონაცემი და ეს, საქმეში იმ სახის ინფორმაციის არსებობით ახსნა, რომელიც, შესაძლებელია განიხლიებოდეს, როგორც სახელმწიფო საიდუმლოება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვი გამოძიების მსვლელობას არა ერთხელ და გამიზნულად აფერხებდა. მაგალითად, ეს ეხება უშუალოდ მკვევლობის მომენტის ამსახველი ვიდეოკადრების გადაცემაზე კატეგორიულ უარს. ანდა, ინცინდენტისთვის როგორც სახელმწიფო მოღვაწეზე თავდასხმისა და მკვლელობის კვალიფიკაციის მინჭების საკითხს, რაც დღემდე არ მომხდარა. და რაც უმნიშვნელოვანესია - რუსეთმა არ დაუშვა რამზან კადიროვის და მისი ნათესავის, ადამ დელიმხანოვის დაკითხვა
ეუთოს ექსპერტების აზრით, ამდენად დაჟინებული უარი, შეიტყონ საქმის ყველა დეტალი, მიუთითებს არა გამომძიებელთა დაბალ კვალიფიკაციაზე, არამედ „რაღაც“ პოლიტიკური ნების არსებობაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტს რეაგირება არ მოჰყვება. სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი,ს პიოტრ ტოლსტოის თქმით, ეუთოს დოკუმენტს არ აქვს პაქტიკული სარგებელი, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა, თავისი საქმე დაასრულეს.
ბუნებრივია, იმთავითვე არავინ ელოდა, რომ რუსეთი თავისივე ჩადენილ დანაშაულს ან სწორ კვალიფიკაციას მისცემდა ან ითანამშრომლებდა საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სრულფასოვნად გამოძიებდა. მაგრამ ეს ისტორიაა და ის ახლა იქმნება. მაგრამ ამაზე წინ, ეს, და ამის მსგავსი სხვა, გახლავთ დოკუმენტები, რომლებიც, ერთ დროს, საერთაშორისო სასამართლოს საქაღალდეებში არმოჩნდებიან. მე მჯერა, ვინაიდან, საბოლოოდ ბოროტება მარცხდება, ხოლო რუსეთი დღეს ერთ-ერთია, ვინც მას განასახიერებს.
და კიდევ, დანამდვილებთ შემიძლია მოგახსენოთ, რომ ასეთი ჰეროიკული დასასრული არ ემუქრება, მაგალითად, ვინმე ნავალნის, რომელიც თავს დემოკრატად გვასაღებს, და სეპარატისტებს კი „ელაქუცება“.
როგორ შეიძლება დემოკრატად განიხილებოდეს ის, ვინც უგულველჰყოფს საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებს, ეთნოწმენდის ფაქტს და შედეგებს და ასეულობით ათას ადამიანს, ეთნიკური ნიშნით, ართმევს უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ჩაერთონ თავისი მხარის განვითარებაში.
დამოუკიდებლად, ეს პირი მგონი საკუთარ აქციებზეც აღარ დადის. იქიდან კი უკვე გარანტირებულად ერთი მარშრუტი აქვს და ეს მისი პოლიტიკური „ბაგაჟის“ მაქსიმუმია.
Comments