ტრამპის ჩინური პარტია
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 14, 2020
- 1 min read
Updated: Jan 15, 2020
შესაძლოა, სავაჭრო ომის დასრულებაზე საუბარი ახლა გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტები, რომელთაც ქვემოთ გაეცნობით, მკაფიოდ ცხადჰყოფენ, რომ დღევანდელ სამყაროში, აშშ-თან ნებისმიერი სახის ომი, თუნდაც სავაჭრო, ისეთი გიგანტისთვისაც კი, როგორიც ჩინეთია და რომლის ეკონომიკა, ცხადია, მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე არ გახლავთ დამოკიდებული, ძალიან საორჭოფო პერსპექტივაა, რადგან ეს ამერიკაა - მასთან, ისევ მეგობრობა ჯობს.

დღეს, ახალ შეთანხმებას უნდა მოეწეროს ხელი. ცხადია, არავის გაჰკვირვებია, რომ რამდენიმე დეტალმა გამოჟონა და მათი ზერელე ანალიზიც საკმარისია, რათა დავასკვნათ - ტრამპა, თუ მთელი დაპირისპირება არა, ეს პარტია ნამდვილად მოიგო. ჩინეთმა, უახლოესი ორი წლის მანძილზე, შტატებისგან 50 მლრდ. $-ის ენერგემატარებლების, 80 მლრდ. $-ის სამომხმარებლო და საწარმოო პროდუქტის და, გარდა ამისა, 35 მლრდ. $-ის სერვისის შეძენის ვალდებულება აიღო. ყველას ახსოვთ, ტრამპის მიერ გახმოვანებული პრეტენზიების ეს პასაჟი: ამერიკა სავსეა ჩინური პროდუქციით, ხოლო ჩინეთი, ჩვენგან ლამის არაფერს ყიდულობს. ახალი შეთანხმებით მხოლოდ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შესაძენად, ჩინეთი ამერიკაში 32 მილიარდს დახარჯავს. გაიზრდება შეძენლი საწარმოო პროდუქციის მასშტაბებიც და ზოგიერთი ინფორმირებული წყარო, კონკრეტულ სახეობებსაც ასაჯაროებს: ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები და სხვა კომპონებტები, თვითმფრინავები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სამედიცინო აღჭურვილობა და აპარატურა, ნახევარგამტარები..
კონკრეტულ მომწოდებლებს წყარო არ ასახელებს.
Comments