top of page

პაუზა - გაანგარიშებული თუ იძულებითი ?

Updated: Jan 10, 2020

ხუთშაბათს აშშ-ის სენატში ფრიად საინტერესო მოვლენა შედგება - წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ირანისათვის სამხედრო პასუხის გაცემის საკითხში, დონალდ ტრამპს კონგრესის უპირობო ნებართვის გაცემით ზღუდავს.

„კონგრესის წევრები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, აშშ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება. ასევე, წინსვლის სტრატეგიის არქონის გამოც. ჩვენი წუხილი გამძაფრდა პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგაც, ვინაიდან პრეზიდენტმა სამხედრო უფლებამოსილების შესახებ კანონის ნაკლოვანებებზე ისაუბრა, მაგრამ ჩვენი წუხილი გათვალისწინებული არ იქნა“ - განაცხადა სენატისა და დემოკრატების ლიდერმა, ნენსი პელოსიმ. მან ეს სიტყვები წარმოთქვა ნახევრად გასაიდუმლოებული შეხვედრის დასრულებისას, რომელიც ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგ, მალევე ჰქონდა.

დემოკრატები ყოველმხრივ ცდილობენ, რომ რეზოლუციას ე. წ. „პრივილიგირებული“-ს სატუსი მიეცეს, რათა პროცესი მალე დაიძრას. რეზოლუციის ავტორი გახლავთ ელისსა სლოტკინი, რომელიც მანამდე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსი გახლდათ და ერაყში სამი ტურის გამოცდილება აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი ინიციატივა არ გახლავთ, რომელიც დგას. საინტერესოა, რომ „პროგრესივისტებად“ ცნობილი ჯგუფის რესპუბლიკელი წევრები ცეცხლს ნავთს ასხამენ. მაგალითად, სენატორი ჰანნა ცდილობს კენჭისყრაზე გაიტანოს ნორმა, რომელიც აშშ-ს უკრძალავს ირანში, ან ირანის წინააღმდეგ თავდასხმითი ოპერაციების დაფინანსებას, კონგრესის საგანგებო ნებართვის გარეშე.

ბარბარა ლი კი უფრო შორსაც წავიდა და 2002 წლის იმ უფლების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ამერიკის მიერ ერაყში ომის წარმოებას არეგულერებს.

იმ ფონზე, როდესაც ერაყის პარლამენტი ამერიკული ჯარების გაყვანას ითხოვს, ხოლო შტატები პირიქით - ფეხის განძრევასაც არ აპირებენ, ეს ინიციატივა სხვაგვარად ჟღერს.

საინტერესოა, შეგვიძლია ერთგვარ პაუზად განვიხილოთ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ზოგან ზედმეტად რბილად ჩაითვალა და მხოლოდ მკაცრ სანქციებს გულისხმობს?

მხედველობაში მისაღებია არა ერთი ფაქტორი - აქ, მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფ.

შესაძლებელია კი ფართომასშტაბიან ომში ჩართვა საარჩევნო წელს და არის კი ტრამპი ის კაცი, რომელიც მეორე ვადით არჩევას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს? ცხადია, არა - ტრამპი არაა ეს კაცი. ანუ, მას მოკლე და ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულებული ომი ესაჭიროება, მაგრამ ეს, უტყუარად ასე, ან იქნება - ან არა.

გარდა ამისა, თუ კი ეს მაინც და მაინც უნდა მოხდეს, ხომ არ ჯობს მოხდეს საპრეზზიდენტო კამპანიის ფინალისკენ - მაშინ, როდესაც „ირანის როგორც პრობლემის“ დასრულებას, სულ სხვა ელფერი ექნება? დამეთანხმეთ ჰიპოთეტურად, პაუზისთვის საკმარისი საფუძვლებია. ესეც ვიკითხოთ: შესაძლებელია კი ეს, მაშინ, როდესაც ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დგას? ნაკლებსავარაუდოა, რადგან ზემოთაც მოგახსენეთ - არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ეს ომი იქნება ხანმოკლე და ტრიუმფალური. და ამდენად, მოვლენათა ნებისმიერი სხვა განვითარება, ომის გაწელვა, ტერაქტები უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიაზე და მსგავსი ყოველივე, წყალია ანტიტრამპისტების წისქვილზე. ხოლო თუ კი ეს ომი ყოველმხრივ და, მათ შორის მიზეზ-შედეგობრიობითაც, კარგად მომზადდება და არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაიწყება, ტრამპი მოიგებს საპრეზიდენტო მარათონს.

ამგვარ სცენარში კარგად ჯდება ირანის სამხედრო ოპერაცია ერაყში, რომელიც სახის შენარჩუნებას უფრო ჰგავს, ვიდრე „სილის გაწვნას“, როგორც ის ჰომენეიმ „მონათლა“. მაგრამ, სამაგიეროდ, იკარგება ის ოპერატიული უპირატესობა, რაც ირანის უსაფრთხოების სისტემის თავკაცის ლიკვიდაციამ შექმნა. თუმცა, შესაძლოა პირიქითაც იყოს - ამ აქტით, ირანის სამხედრო და უშიშროების ელიტაში დიდი ყანყალი დაიწყება და წლის ბოლომდე, მექანიზმის სრულად გამართვას, უბრალოდ ვერ შეძლებენ. ეს სწორედ ტრიუმფალური ომის „ინგრედიენტია“. თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებულია ირანის დღეავანდელ ქმედებებზე და იმ როლზე, რომელიც მათში ისრაელს მიეცემა #დონალდტრუმაპი #ნენსიპელოსი #აშშ #ირანი

Comments


bottom of page