top of page

ტრამპი იმუქრება. სამხედროები გაიგზავნენ (+video)

აქ აღარავინ კითხულობს, თუ როდის იქნება „ბახ!“ - უკვე კარგა ხანია, რაც ეს ბახა-ბუხია. ირანული რევოლუციის სამხედრო სარდლობას, რაკეტა თავში რეკეს და ამით არ დასრულდებაო, ტრამპმა.

მისი გადაწყვეტილებით, 3000 სამხედროს სასწრაფოდ გაგზავნის ბრძანება გაცემულია. რეაგირების ძალები უკვე ან ახალი დისლოკაციის ადგილზე იმყოფებიან, ან მათი გადასროლა ახლა ხდება.

ტრამპმა, საბრძოლო განწყობის დემოსტრაცია პირადადაც მოახდინა და გრძელი სიტყვით წარდგა.

არავის გაჰკვირვებია არც ის რეაქცია, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოავლინა. მოსალოდნელი გახლდათ ის, რაც მათმა სულიერმა ლიდერმა, ჰომენეიმ განაცხადა. ცალკე უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: ტრამპმა კონკრეტულად ბრძანა, რომ აშშ ყოველთვის დაიცავს მოკავშირეებს, ხოლო ჰომენეი, თავის მორიგ მუქარაში, რეგიონის თავისუფალ ქვეყნებზეც საუბრობს და, ცხადია, აქ ამერიკის მოკავშირეები და, მათ შორის, საქართველო, იგულისხმებიან.

Comments


bottom of page