top of page

სან-ფრანცისკო, ლამის მწვანეა

ყველას, ვინ სან-ფრანცისკოს აეროპორტში მოხვდება, მოუწევს ახალი რეგულაციის გათვალისწინება - წყურვილის მოკვლა შეეძლებათ მხოლოდ შადრევნიდან. ან არა და, აეროპორტის მიერ დამტკიცებული მინის ან ალუმინის წყლის ბოთლის შეძენა მოუწევთ. როგორც ცნობილია, სან-ფრანცისკოს აეროპორტი (SFO) გეგმავს, 2021 წლისთვის მსოფლიოში პირველი ნულოვანი ნარჩენების აეროპორტი გახდეს. არაკომერციული ნულოვანი ნარჩენების ალიანსის თანახმად , ეს ნარჩენების მინიმუმ 90%-ის გადაფარვას ნიშნავს.

ყოველწლიურად, სან-ფრანცისკოს აეროპორტი (SFO) 28 მილიონ ფუნტზე მეტ ნარჩენს აგროვებს. ბუნებრივია, მათ შორისაა პლასტმასის ბოთლი, რომელიც, დღის მანძილზე, დაახლოებით 10,000 ცალი იყიდება. აეროპორტის ცნობით, აღნიშნულიდან მიღებული თანხა, ყოველწლიურად თითქმის 4 მილიონს შეადგენს. ახალი რეგულაციით, გაწმენდილი, გაზიანი ან ცქრიალა და მინერალური წყლით ვაჭრობა, ოფიციალურად აკრძალულია, რაც ნიშნავს, რომ აეროპორტის მოვაჭრეები, მათ შორის სავარჭო აპარატებიც, ვეღარ შეძლებენ გაყიდონ წყალი პლასტმასის ბოთლში, დალუქულ ყუთში, კონტეინერში ან სხვა ჭურჭელში, რომელიც, ძირითადად, ერთჯერადი მომსახურებით სარგებლობისთვისაა გამიზნული და 1ლ.ტრი, ან ნაკლები მოცულობა გაჩნიათ.აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, მომწოდებლებს გადამუშავებული ალუმინის, მინისა და დამოწმებული კომპოსტირებადი შეფუთვით მოწოდებული წყლის პროდუქტის გაყიდვა შეეძლებათ. ასევე, მოგზაურებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიტანონ ცარიელი ერთჯერადი პლასტიკური ბოთლები, რათა აეროპორტის ნებისმიერი 100 უფასო წყლის შადრევანიდან შევსება შეძლონ.

სკეპტიკოსებიც მალე გამოჩნდნენ და იკითხეს: ეს ნამდვილად მწვანე პოლიტიკაა, თუ უბრალოდ გარეგნული გამწვანება?

კითხვა ლოგიკურია, რადგან აღნიშნული ინიციატივა არ ვრცელდება არომატიზირებული სასმელების, როგორიცაა სოდა, ყინულოვანი ჩაი, ყავა და წვენი და სხვ. პლასტმასის ბოთლებში გაყიდვაზე.

Comments


bottom of page