top of page

ახალი ძველი ვოდევილი

Updated: Jan 29, 2020

არ უნდა დავემსგავსოთ ტიგრან ჰოპოპიანცს, რომელიც მართალია უკვე კარადაშია, მაგრამ მაინც გაიძახის, „არ შავძვრები!“-ო

უნდა ვაღიაროთ, რომ თუ რამ მკვეთრი ცვლილება არა შედგა, კვლავაც მოწმენი გავხდებით იმისა, თუ როგორ ჭიდაობს ორი „ძველი პოლიტიკური დევი“.

კვლავაც გათამაშდება დრამა, რომლის დროსაც, არ აქვს მნიშვნელობა, რა იჭყლიტება.

მნიშვნელოვანია, გაირკვევს თუ ვინაა ის, ვინც გაჭყლეტს. თუ ადამიანთა ერთობას შეიძლება ჰქონდეს ქვეცნობიერი, მაშინ ამ ძალებს „ქვეცნობიერში“ სურთ არა გამარჯვება, არამედ მარცხი, ვინაიდან თითოეული მათგანი, გამარჯვებას უცქერს ჭრილში, სადაც „თვალწარმტაცი ხედი“ მეტოქის მარცხია. ამიტომ, მათ თითქოს არ უნდა სურდეთ სხვა აქტორების სცენაზე დატოვება, მაგრამ ფაქტია, ე. წ. „პოლიტიკური წვრილფეხობა“, ის, ვინც ბოლო ოცდაათი წელია ჩვენი მოლოდინის წველითაა დაკავებული, „დატოვეს“ (ფორმას, ამ კონტექსტში მნიშვნელობა არ აქვს). და იცით რატომ? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასე თუ ისე ჰყავთ თავისი მიკროელექტორატი, რაც ერთობლიობაში, არც თუ უსუსურად გამოიყურება, არამედ იმ მიზეზითაც, რომ „დევთა“ ერთ-ერთი ამოცანა, „სტატუს-ქვო“-ს შენარჩუნებაა - ანუ, იყვნენ ისინი, ვინც მთელი ეს დროა არიან - ესოდენ საშური მრავალფეროვნებაც გამოვლინდება.. მთავარია, არ გამოჩნდეს ახალი. ეს იმას ჰგავს, აყვავებული საქართველო რომ ყველას უნდა, ცხადია, მაგრამ ყველას მხოლოდ თავისი აყვავებული... აბა, სხვისი აყვავებული ვის რაში ადგია? ან „რაის ამყვავებელი ეგენია არიან“.. და ეგეთები. ბოლო მონაცემები, რომელიც პარტიათა რეიტინგს უკავშირდება, არა ერთი ნიშნითაა საყურადღებო. ყველაფერთან ერთად, იმითაც, რომ NDI-ს სულ ახლანდელ მონაცემთაგან განსხვავებით, სადაც „ლელო-საქართველოსთვის“ მაჩვენებელი არ აღრიცხულა, ახლი უკვე შეგვიძლია ამ პოლიტიკური მოთამაშისადმი ამჟამინდელი დამოკიდებულების შესახებ მსჯელობა დავიწყოთ. გემახსოვრებათ, NDI-ს ე. წ. საველე სამუშაოების წარმოებისას, „ლელო“ მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენდა - პოლიტიკური პარტია არ გახლდათ. 2019 წლის 22 დეკემბრიდან, ერთ თვეზე ოდნავ მეტი გავიდა. სენსაცია არ დაფიქსირებულა, მაგრამ საარჩევნო წლის პირველი თვე, ლამის ტრიუმფალურია - 10%.

და ეს იმ პირობებში, როდესაც „ოცნებას“ 25 % აქვს, ნაციონალებს 20%... აქ შევჩერდეთ. და ნუ ჩავაცივდებით იმას, თუ რამდენად სანდოა, ოფიციალურია თუ არა ეს შედეგები.. - ავიღოთ ნიმუშად, რომელიცმ შესაძლოამ ზუსტ ანაბეჭდს არ სვავს, მაგრამ სილუეტს, სამაოდ მკაფიოდ ხაზავს.

ცქერის კუთხის, თუ მანძილის ცვლილება, ნებისმიერი გამოსახულების აღქმის ცვლილებას იწვევს, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ საიდანაც გინდა შეხედე, რა სახის აღქმაც გინდა აფიქსირე, ერთი უცვლელი რჩება - ქართველმა ხალხი მოისურვა და მიიღო, საფეხბურთო ბიზნესის ტერმინით თუ ვიტყვით, ერთგვარი „თავისუფალი აგენტი“ - სასურველი შემსრულებელი, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე. და თუ ახლა დაფიქსირებულ ტენდენციას შევხედავთ, „ძველი“ შერკინება, ქულებს ლამის ერთნაერად აგროვებს და კლებასაც, ერთსახოვნად განიცდის - ითლებიც დალუჯებიც ამას ავლენენ.

აი, როგორ აფასებენ ამას თავად ლელოს „ლიდერშიფში“

გრიგოლ გეგელია: „ "ლელოს" უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ეტაპზე ვიდრე მხოლოდ 10 პროცენტი. ის რომ ხელისუფლებამ დაუკვეთა ფრანგულ ფირმას გამოკითხვები და მერე სახელისუფლო არხზე გამოცხადდა შედეგები (მაღლაფერიძემ დირექტივა მიიღო ზემოდან) შეიძლება ითქვას რომ ესაა ივანიშვილის შეთავაზება რომ იგი ძალაუფლებას მთლიანობაში ინარჩუნებს მიტაცებულ სახელმწიფოში და დანარჩენებმა კი ოპოზიციის როლი ითამაშონ. თუ ჩატარდა არჩევნები 50-100 წესით რასაც ხელისუფლება აწვება, მაშინ პოტენციალურად 50 მაჟორიტარ-ქოცს ემატება კიდევ საარჩევნო სიით გასული 25 დეპუტატი ქოცი (დანარჩენი 100 ადგილის 25%) და ჯამში ივანიშვილს პარლამენტში ჰყავს 50+25=75 დეპუტატი 150-დან. მაგათ ემატება ის საპარლამენტო ადგილები პარტიებისა, რომლებიც ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს. ანუ ქოცებს ადგილების ნახევარზე მეტი ექნებათ პარლამენტში, იმ შემთხვევაშიც კი თუ მაჟორიტარებში დააკლდათ რამდენიმე ადგილი არჩევნების შედეგად. ბიზნესის ენით, გაუთვალისწინებელი დანაკარგები.

ცხადია, ახლა რაიმე „ვერდიქტის“ გამოცხადება ნაადრევია - წინ თვეებია და, ეგებ, ნახევრ წელიწადზე მეტი, რაც, ჩვენს პირობებში, გიგანტური პერიოდია, მაგრამ თუ ამჟამინდელ ტენდენციას უბრალო ენით გავახმოვანებთ - კლება კლებაა და სტარტიც სტარტია.

და სტარტი, მართლაც, არის ძალიან ოპტიმისტური, ვინაიდან ამჟამად, საუბარი მხოლოდ მარათონის დასაწყისზეა. დიახ, მარათონის, რომლის ფინალი არანაერად უკავშირდება სტარტის „იერსახეს“ - შეიძლება დაიწყო სწრაფად გაიჭრა წინ, მაგრამ მიხვიდე ბოლო.. და პირიქით.

თვლით, რომ ეს სპრინტია? ასეა თუ ისე, ყველაფეერი უნდა დაასრულოს ლელომ და აქ სურათი ამგვარია: ერთი თვის პარტია დებს უფრო მაღალ მაჩვენებელს, ვიდრე „ნაქოცარები“ და „განაცილ-მიცნასილები“. ცხადია, ამის მიზეზი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მათი მხრიდან დეკლარირებული და რა დევს რეალურად „ყულაბაში“, ხალხს უბრალოდ მობეზრდა თუ რაღაც მსგავსი.. პირველ ყოვლისა, ხალხი დაიღალა უსაგნო და უსასრულო „ძველი ვოდევილით“, სადაც არც აქტორები იცვლებიან, არც მიზანსცენა, არც შინაარსი და... დიალოგიც კი, სრულიად უცვლელი რჩება. ხალხს ამ ყველაფრის საფინალო სცენაც კი აღარ აინტერესებს - მას მობეზრდა პარტერში მთქნარება და სახელოსნოში გადანაცვლება სურს. მას არა მხოლოდ სურვილი აქვს საქმისმკეთებელ ხელოსნებს ადევნოს თვალყური, არამედ ოსტატის მუშაობის ცქერა წადია - ხალხის, ვისაც უკეთებია. და, რაც უმნიშვნელოვანესია - ხალხი, რომელთაც აქვს ხედვა კონკრეტული ბილიკისა, რომელიც გზატკეცილზე გაგვიყვანს - დეკლარირებულია არა კეთილშობილური განზრახვები, არამედ გაანგარიშებული პროექტები.

მე ამას „ლელოს რეცეპტები“ დავარქვი და ეს მართლაც ასეა, ვინაიდან, როდესაც დიაგნიოზი დასმულია, წამალი - ცნობილი და დამზადებაღა დარჩა, უმნიშვნელოვანესია ინგრედიენტები, თანმიმდევრობა და დოზები.

Comments


bottom of page