„ოთახი, სადაც ეს მოხდა“
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 31, 2020
- 2 min read
The New-York Times-ი საინტერესო წერილს აქვეყნებს - ის უსაფრთხოების საკითხებში აშშ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ეხება.
ბოლტონმა აღმოაჩინა, რომ სრულიად მოულოდნელად, „დემოკრატებს“ მისდამი „სასიყვარულო გრძნობები“ აღეძრათ, ხოლო ძველი, მეგობარი რესპუბლიკელები, მასთან დისტანციას ზრდიან
ერინ შაფის ეს სიტყვები, სტატიის ლაიტმოტივია. ყველაფერი კი უკავშირდება სენატში მიმდინარე საიმპიჩმენტო პროცედურებს. მრჩეველი ბოლტონი ის პიროვნებაა, რომლის თანამდებობიდან გაშვებაც უხმაურო უბრალოდ ვერ იქნებოდა და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პოსტი გახლდათ ფრიად „ხმამაღალი“. თავად ბოლტონი, არასოდეს იყო რიგითი პირი, მუდამ უკავშირდებოდა ერთგვარ მენტალურ ჯგუფს ამერიკელებისა, რომლებსაც „ქორებს“ უწოდებენ და მეტიც - ითვლებოდა არა თუ „მათ კაცად“, არამედ განასახიერებდა მათ. რაღაც მომენტში, ტრამპმა ჩათვალა, რომ ის უფრო ვნებს, ვიდრე სარგებელი მოაქვს და ბოლტონი სკანდალტან მიახლოებული ფონით წავიდა. გახსოვთ, რა აღარ უწოდეს „დემოკრატებმა“ ბოლტონს.. არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს - „ზედმეტად ექსტრემალური“, „აგრესიული და საშიშად არასწორი“, „აბსულუტური საფთხე“, „ფსიხი“, „თავქარიანი“ და „ძირითადი ნაკადისგან განყენებით მდგარი“..
ახლა კი, წადიათ და დიდი სიამოვნებითაც უწოდებდნენ „ვარსკვლავურ მოწმეს“ - ამჟამად, ასე განიხილავენ.

ესაა პოლიტიკა - მცირე ნიუანსებში სხვაობა, აქ მოსატანცი არაა, ვინაიდან ძირითადად, თავისი არსით, პოლიტიკა ყველგან ერთსახოვანია - დაბალზნეობრივი.
ამერიკელ მემარცხენეთა საყვარელი „ბოროტმოქმედი“, კონსერვატორი ქორი სამხედროთა წრიდან, დემოკრატი სენატორებისთვის იქცა ფასდაუდებელ შესაძლებლობად, დაამტკიცონ პრეზიდენტ ტრამპის წინააღდმდეგ წაყენებული ბრალდებები - დემოკრატები, რომლებიც გაუთავებლად კიცხავდნენ, დღეს, იმის იმედით, რომ ბოლტონი ტრამპის მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, ჩვენებას მისცემს, მასზე უკვე საუბრობენ, როგორც მაღალი ავტორიტეტის პირზე.
საგულისხმოა, რომ ბოლტონს რამდენიმე რეპუბლიკელი სენატორი აუმხედრდა, მოიხსენია ის ყოფილ მრჩევლად, განაწყენებულ მოხუცად, რომელსაც სურს წიგნები კარგად ყიდოს.. საქმეც ესაა - ბოლტონის ტექსტი. მისი წიგნი სახელწოდებით „ოთახი სადაც ეს მოხდა“, ირანის, ჩრდ. კორეისა და უკრაინის ირგვლ,ი ტრამპის ადმინისტრაციის კულუარებში მიდინარე ამბებს ეხება. მზის სინათლეს, ის მარტში იხილავს, თუმცა ცალკეულმა შავმა ჩანაწერებმა და სხვა სარედაქციო მასალემა უკვე გამოჟონია. და აი, ერთ-ერთ ადგილზე, ბოლტონი ამტკიცებს, რომ ტრამპმა პირადად განუცხადა, უკრაინისათვის 391 მლნ. $-ის გამოყოფა იმ დრომდე არ მსურს, ვიდრე დემოკრატების, კერძოდ კი ბაიდენ-უმცროსის საწინააღმდეგო გამოძიებაზე არ გამოვაცხადებო. და ეს ნაწყვეტი იქცა ყოველივეს ინსპირატორად.
მერილენდელი დემოკრატი, კრის ვან ჰოლენი, რომელიც ორიოდ წლის წინ ბოლტონის წინააღმდეგ „ომის გაჩაღების ისტორიის“ გამო აქტიურიობდა, აცადებს:
ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ გვსურს შევიტყოთ სიმართლე იმპიჩმენტის გამო და უნდა მივიღოთ მისი ჩვენება, ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შიშით.
მაგრამ, რეალურად, არავითარი შეთანხმება იმის გამო, რომ სენატის სასამართლო ბოლტონს მოუსმენს, არ არსებობს. „რესპუბლიკელებს“ პროცესის დასრულება ეჩქარებათ და ახალი მოწმე, ბოლტონი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა, მათთვის აპრიორი მიუღებელია.
Comments