ო-„პოზიციური ბრძოლები“
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 22, 2020
- 4 min read
საბჭოეთის ნგრევისას, და მას მერეც, რუსთა მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ, რომელსაც იმპერიის ყოფილ სივრცეებში აგერ უკვე 30 წელია ახორციელებს, ბევრ მანამდე უცნობ თემასა თუ საკითხში, საკმაოდ კარგად გაგვარკვია და, მათ შორის, ეს სამხედრო ტერმინი, „პოზიციური ბძროლაც“ გახლავთ. ჰოდა, ფიგურალურად თუ ვიტყვით, ახლა ქართულ პოლიტიკაში, გარკვეულ ძალთა შორის, რომელთაც, რეალურად, საერთო, ბევრი არაფერი აქვთ, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს და აქ, ე. წ. ოპოზიციური სადისკუსიო მაგიდის ირგვლივ შემომსხდარ პოლიტიკურ მოთამაშეებს ვგულისხმობ. მერაბიშვილის პატიმრობის დასრულებამ, ეს პროცესი დააჩქარა და „ქართული ოცნების“ მიერ ბოლოს დაყენებული ულტიმატუმის პირობებში, ფორსირება კიდევ მეტადაა მოსალოდნელი. შეიძლება ითქვას, პირველ სერიოზულ გამოცდას სიმტკიცეზე, ეს ერთობა სწორედ მომდევნო დღეებში გაივლის.
ყველა ვხდებით, თუ რაოდენ დიდია ივანიშვილისა და მისი ოლიგარქიული მმართველობის ხელისუფლების სადავეებიდან ჩამოცილების ამოცანა და, ამ მიზნის მნიშვნელობიდან გამოდინარე, ყველა ვაცნობიერებთ იმ კომპრომისის ძალას და მნიშვნელობასაც, რომელზეც პროდასავლური პოლიტიკური ერთობები მიდიან, პრორუსებისა თუ ცნობილი პოლიტიკური შარლატანების გვერდით, საქართველოს მომავალზე მსჯელობით. აქვე, ცხადია აღსანიშნია, რომ პროსუსების მხრიდან კომპრომისზე საუბარი არ შეიძლება იყოს - ეს მათი ერთადერთი შანსია, თავი დაიტოვონ პროცესში. და იმ შარლატენებსაც, დიდი არჩევანი არ აქვთ, ვინაიდან ცალკე, არაფრის მაქნისები გახლავან - ნამეტნავად გაყიდულან და დაბალი ნდობით სარგებლობენ. ხოლო „ოცნებას“ რომ არ შეეკვრებოდნენ, იმთავითვე ცხადი იყო, ვინაიდან ეს დასრულებული სუფრაა და ნამცეცობაც, ალბათ არ იქნება. ასეა თუ ისე, რეალურად, ახლა სურათი ამგვარია - არის „ოცნება“, და არის ოპოზიცია. და, როგორც ვატყობ, არც ის დროა შორს, როდესაც ეს ერთობა სახეს იცვლის - დადებითი თუ უარყოფითი კუთხით, გადაჭრით ვერ გეტყვით, პროცესი და მისი შედეგები გამოავლენს, მაგრამ ცვლილება უკვე გარდაუვალია.
ეს სხვა თემაა.. ასეა თუ ისე, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მთავარი არხის“ პირობებში, ლელო დიდი თუ მცირე, ღია თუ ფარული დარტყმების ობიექტი იქნება და ამის სადემონსტრაციოდ, ერთ-ერთ ბოლო ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომელიც ასახავს კიბერშეტევებთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის პოზიციას. დააკვირდით არა მხოლოდ იმას, თუ რას ამბობს „ლელოს“ ლიდერი, არამედ იმისაც, თუ როგორია, ასე ვთქვათ, „ანტურაჟი“:
კადრი ქუჩისაა. ხმაც, შესაბამისი ისმის.. ყოველივე რეპორტულობას უსვამს ხაზს. შინაარსი? ცხადია, არავის დავიწყებია, რომ კიბერშეტევის მსხვერპლთა შორის, ერთგვარი „პიონერები“, სწორედ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და მათი 25 წლის ნამუშაკარი კომპანია გახდნენ. დამოუკიდებელმა გამოძიებამ, რომელიც TBC-მ თავისი IT სოპეციალისტების დახმარებით ჩაატარა, ხატოვნად თუ ვიტყვით, ლამის ღილაკზე Enter-ის დამჭერის თითის ანაბეჭდიც კი წარადგინა, მაგრამ გამოძიება დასრულდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო - მეტაფიზიკური არსებობა, „როდინობის კვირა“-ში განაგრძო. მხოლოდ ამის შემდეგ იყო ავადსახსენებელი ტროლების ფაბრიკა და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ, რაც დღედე უცნობი დარჩა..
შესაბამისად, განსაკუთრებული სიახლე, „ლელოს“ პოზიციაში მოსალოდნელიც არ იყო, მაგრამ ხაზარაძის აზრი რომ არ ეკითხათ, უთუოდ მოულოდნელი იქნებოდა და არა მხოლოდ იმიტომ, რო ის და მისი კომპანია ანალოგიური შეტევის სხვერპლნი იყვნენ. არამედ იმის გამოც, რომ დღეს, დაფუძნებიდან მეორე თვის თავზე, ლელო უკვე ფაქტორია. მეტიც, ის ერთგვარად, „ტენდენციაა“, რომელიც არა თუ ყალიბდება, არამედ მზარდია და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ვიდეოს დავუბრუნდეთ. უკვე საკმაო ხანია ვატყობ და ეს იმდენად მკაფიოა, რომ სხვაც შეატყობდა - „ლელო“-ს ღიად ჯერ არ ებრძვიან, მაგრამ მოხერხებულ შემთხვევას, რომ ცუდ შუქ-ჩრდილში თუ არა, სუსტ განათებაში წარმოაჩინონ, ხელიდან არ უშვებენ და ამ ბოლო ხანს, თავადაც კი ჰქმნიან ამგვარ სიტუაციებს და ეს, ლამის უკვე მუდმივია. მზარდი ნაღდად იქნება - აი, ნახავთ.
მამუკა ხაზარაძე, სხვა დარგის სპეციალისტია და არაა ვალდებული ესმოდეს ტელემედიის ზოგიერთი, თითქოს და უმნიშვნელო, დეტალი, ფინტი, ილეთი.. მას სთხოვეს ინტერვიუ, შეუთანხმდნენ ადგილზე და ტექსტის შინაარსის გარდა, მისი პასუხისმგებლობა სხვა აღარაფერია.
მაგრამ.. რაც უნდა მართალი, სამართლიანი, მიუკერძოებელი და მაღალპროფესიონალური უნდა იყოს ტექსტი, რომელსაც რესპონდენტი ამბობს, მაყურებელი ამ ყოველივეს ისმენს კადრის და, მეტადრე, საგანგებოდ შერჩეული უკანა კადრისა და ტექსტის, მანამდე არსებული განწყობისა და მოსმენილი პოზიციის ერთობლივი აღქმის კომბინაციაში - ერთ კერძად, თავისი გარნირითა და საწებლით.
ხოდა, როდესაც ბატონ მამუკა ხაზარაძეს, პირს, რომელსაც ბანკთან და ფინანსებთან დაკავშირებით ათასი სიბინძურე აუგორეს, რომელსაც ფულის გათეთრების აბსურდული ბრალდებით ავიწროვებენ.. ინტერვიუს ჩამოართმევ ფონზე, სადაც დოლარის კურსი ლამისაა ტანგოს ასრულებს, მიზამიმართულად გაკეთებულს ჰგავს. უბრალო, როგითი მოქალაქისთავის, რომელიც, ბატონი ხაზარაძის მსგავსად, არაა ვალდებული ამგვარ დეტალებში ერკვეოდეს, ყველაფერი უკავშირდება ნეგატიურ აღქმებს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ლარის ამჟამინდელ კურსზე, არც „ლელოს“, არც ხაზარაძეს და არც რაიმეს, რაც მის პიროვნებას უკავშირდება, ზემოქმედება არ მოუხდენია და, ვერც მოახდენდა. ანუ რა გამოდის? ვერავინ იტყვის, რომ „მთავარი“ ხაზარაძის აზრით არ დაინტერესდა.
ვერავინ იტყვის, რომ ხაზარაძეს არ აცალეს სათქმელის ჩამთრავრება.
ვერავინ იტყვის, რომ ხაზარაძემ რაიმე არამართებულად თქვა..
მაგრამ ბევრ ჩვენგან სმენია ე. წ. 25-ე კადრის შესახებ. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანის თვალისთვის ერთწამიანი მოძრაობის შეუფერხებელ აღქმას, ამ მოძრაობის 24 კადრად დაყოფა ესაჭიროება - ნებისმიერი ერთი მოძრავი კადრი, ჯერ კიდევ ძმები ლუმიერებიდან მოყოლებული, 24 ფოტო-კადრია, რომელიც ასახავს კონკრეტულ მომენტს, ხოლო დატრიალებით, აღვიქვამთ ერთწამიან მოძრაობად. და ერთი, საყოველთაოდ ცნობილი თეორიის მიხედვით, არსებობს 25-ე კადრი, რაღაც მითიური ძალის მატარებელი ჯადოქრობა, რომელიც სასწაულებს ახდენს ადამიანის ფსიკიკაზე, აღქმის უნარზე და გონებისა და განწყობის სხვა რეცეპტორებზე. სინამდვილეში, 100 რიგითი მოქალაქიდან 99-ს, თუ ასივეს არა, მხოლოდ ზერელე წარმოდგენა ექნება ამ ყოველივეზე. აი, მეგობრებო - ესაა 25-ე კადრი, როდესაც თითქოს ობიქტურობას იცავ, რესპონდენტიც, ამბობს სწორედ იმას, რისი თქმაც ეწადა და კმაყოფილია, მაგრამ იქვე, მედიის წარმომადგენელი, რომელიც მიკროფონითა და კამერით შეიარაღებულა, ჰქმნის და ზემოაღწერილი ერთობლივი პაკეტით ავრცელებს სხვა სახის ინფორმაციასაც და ამ გზით, ზემოქმედებს ზოგად დამოკიდებულებაზე. თუმცა, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს - ეს არ არის ტკივილგამაყუჩებელი აბის ეფექტით გამორჩეული რამ - ერთი აბი და თავის ტკივილმა გაიარა. ანუ, ერთხელ „შეასრულე“ და მიზანი მიღწეულია - ასე, არ გამოდის, ასე არ მუშაობს. ეს ხანგრძლივი და მართული პროცესია, და როგორც წესი, რავალფეროვანი გარნირითაც „შემოაქვთ“. სრულიად დარმწუნებული ვარ, რომ 4 აპრილის შემდეგ, თუ კი „აფიშამ“ მოლოდინი არ გაამართლა, „გაყრა“ გარდაუვალია, რაც რეალურ კონკურენტებზე შეტევის და, ჭარბად სწორედ მედიაშეტევის ახალი და მეტად მძლავრი ფაზის დასაწყისი იქნება. დააკვირდით პოლიტიკურ სცენას და თქვით - ხედავთ რამეს უფრო ახალას, ვიდრე „ლელოა“? მაშ, ვინ შეიძლება იყოს „ის“ რეალური კონკურენტი, ვინც ამომრჩეველს სავსებით მკაფიო გეგმას და მიდგომათა სრულიად ახალ „კლიმატს“ სთავაზობს? შესაბამისად, „ცუდას რად უნდა მტერობა..“
Comments