მეჭურჭლეთუხუცესი (+video)
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 3, 2020
- 1 min read
ექვთიმეს დაბადებასთან დაკავშირებით, ორი ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, ის 5 ივნისს დაიბადა, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი სამყაროს წორედ 1863 წლის 3 იანვარს მოევლინა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყოველივე ცნობილი და აღნუსხულია - იმას თუ დავამატებ მხოლოდ, რაც ბედმა და წუთისოფელმა ხვედრად სიცოცხლის ბოლო წლებში არგუნა... რაოდენ დასანანია!

მაგრამ უბედურება, რაც მას დაჰმართეს, თითოეული მუშტი თუ წიხლი, რომელიც რომელიღაცა მტარვალისგან მოხუცსა და დასაკითხად მიყვანილს „წითლებისგან“ ხვდა.. არა თუ აკნინებს მას, არამედ კიდევ მეტად ბრწყინვალეს ხდის იმ შარავანდედს და სიდიადეს, რაც ამ ჭეშმარიტ გმირს დაჰყვება.
Comments