მაცხოვრის საფლავის მცველნი
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 24, 2020
- 4 min read
მოგეხსენებათ, იერუსალიმის პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს გადასცა ორდენი „მაცხოვრის საფლავის მცველი“. რა გასაკვირია და, ამ ჯილდოს შესახებ ინფორმაციის მოძიება მოვისურვე. ამავე დროს, ისტორიით გატაცებულთ კარგად მოეხსენებათ, რომ ამავე სახელწოდების კათოლიკურ ორდენიც არსებობს , რომელიც 1099 წელს გოდფრუა ბუიონელს დაუარსებია. ცნობისთვის, ის დღესაც მოქმედებს, მისი წევრების რაოდენობა 10 ათასს უახლოვდება, მასში ირიცხებოდნენ და ირიცხებიან ცნობილი სახეები, სამეფო ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, გავლენიანი ბიზნესმენები, თუმცა, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ორდენის წევრთა სრული სია, მკაცრად გასაიდუმლოებულია.
სხვათა შორის, ამ ორდენის წევრი გახლდათ კონრად ადენაუერი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერი (info).
1097-99 წ.წ.-ში წარმოებული ჯვაროსნული ლაშქრობებისა და იერუსალიმის აღების შემდეგ, გოდფრუა ბუიონელს მეფის გვირგვინი შესთავაზეს. მან კი, განაცხადა, რომ იქ, სადაც მაცხოვარი, ანუ მეფე ყოველთა მეფეთა, იძულებით ატარებდა ეკლის გვირგვინს, ის სამეფო გვირგვინს ვერ დაიდგამდა. ამიტომ, მან თავს „იერუსალიმის საფლავის მცველი“ უწოდა და დამკვიდრებული ტრადიციით, ეს ამავე დასახელების კათოლიკური ორდენის შექმნის დღეცაა.
ორიოდ სიტყვით მიმოვიხილოთ ეს პიროვნება, საინტერესო ვინმეა და ჩვენთვი,ს სხვა ნიშნითც საგულისხმო გახლავთ.

მოგეხსენებათ, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელსაც ისტორიოგრაფიაში „უპოვართა ლაშქრობა“ ეწოდება, დამარცხდა. საქმე ის გახლდათ, რომ მაშინ დიდი და პატარა, წარჩინებული და გლეხი, მდაბიო და უპატრონო - ყველა დაიძრა ოდენ ღვთის იმედად, ყოველგვარი გეგმის გარეშე.
სადღაც ამ პერიოდში ჩნდება გოთფრუა ბუიონელი, როგორც რომის პაპის, გრიგორი VII-სა და წმინდა რომის იმპერიის იმპერატორ, ჰენრიხ IV შორის წარმოებული ომის მონაწილე და, როგორ ლატარინგიის ახალი ჰერცოგი. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობისას, რომლის დროსაც პაპმა მაცხოვრის საფლავის ურწმუნოთაგან დახსნა „შემოსძახა“, ის, თითქოს სწორედ ამას ელოდაო, უმალ გამოეხმაურა მოწოდებას და ჯარების შეგროვება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მის არმიაში ეწერებოდნენ როგორც პაპისტები, ასევე იმპერატორტის მხარდამჭერებიც, რაც ამოცანის, მისიის არსით გახლდათ განპირობებული. როგორც ისტორიკოსი ანა კომნენოსი წერს, არმია შედგებოდა 10.000 რაინდისა და 70.000 ქვეითისგან, რაც, სავარაუდოდ, გადაჭარბებაა, თუმცა ძალთა სერიზოზულობას, მკაფიოდ მიუთითებს.
ლატარინგილელები წმინდა მიწისკენ პირველნი დაიძრნენ და პირველ წინააღმდეგობას ევროპაშივე, უნგრეთში შეხვდნენ, სადაც წინა, „უპოვარ“ მოლაშქრეთა უმსგავსობისა და თავზეხელაღებულობის გამო, მოსახლეობა მტრული განწყობით დახვდათ.
ამავე პერიოდში, გოთფრუა, სადღაც ბელგრადთან ხვდება ბიზანტიის იმპერატორის, ალექსანდრე I კომნენოსის ელჩობას. მიღწეული შეთანხმებით, ბიზანტია, საკუთარი მიწების დაცვის სანაცვლოდ, ჯვაროსანთა მომარაგების საკითხებს სრულად კისრულობდა - ეჭვგარეშეა, ეს კეთილშობილი ამოცანით შენიღბული შიშის გამოვლინება გახლდათ - ბიზანტია შეუქცევადად სუსტდებოდა, ხოლო ჩრდილოეთით, „ახალი ძველი ვეფხვი“, საქართველო იკრებდა ძალებს.
ზემოაღნიშნული შეთანხმება მოქმედებდა იმ დრომდე, ვიდრე სრულიად მოულოდნელად, და დღემდე უცნობი მიზეზით, ჯვაროსნები ქალაქ სელიმბრიას შემოეწყნენ, აიღეს, უსასტიკესად დაარბიეს და სრულად გაძარცვეს. შეშფოთებულმა იმპერატორმა, გოთფრუა კონსტანტინეპოლში გამოიძახა, რათა მას ახსნა-განმარტებები მიეცა და ბასილევსისდმი ერთგულების ფიცი დაედო.
თუმცაღა, ბუიონელი გერმანიის იმპერატორის ვასალი გახლდათ და ამგვარი რამ, გამორიცხულად მიაჩნდა. მეტიც, ის ჯვაროსნულ ლაშქრობას სულაც არ განიხილავდა, როგორც დახმარებას ბიზანტიისადმი და პირიქით, მოელოდა, რომ ალექსი კომნენოსი თავისი ძალებით ჩაერთვებოდა ამ ჯვაროსნულ მისიაში.
ამიტომ, გოტფრუამ უარი განაცხადა აუდიენციაზე. მისი იძულების მიზნით, იმპერატორმა პროვიანტის მიწოდება შეუწყვიტა, თუმცა ლატარინგიის ჯარებმა შემოგარენის ძარცვას მიჰყვეს ხელი, რამაც ალექსი დათმობის ხასიათზე დააყენა. მან განაახლა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო ლატარინგიელებს გელათიის შემოგარენში დაბანაკება უბრძანა.
ბულონიელი ამჯერადაც უარზე წავიდა და მეტიც, და 1096 წლის მიწურულს, კონსტანტინეპოლის ალყა დაიწყო.
თავის „ალექსიადაში“ ანა კომნენოსი წერს, რომ მას იმპერატორის ჩამოგდება და იმპერიის დათრევა ეწადა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ისტორიკოსი, ხშირად მიკერძოებულია, ვინაიდან სწორედ იმპერატორის სამსახურში იდგა და მისი ნათესავიც გახლდათ.
ასეა თუ ის, ბუიონიელი არ ჩქარობდა და ელოდა სხვა ჯვარსნული არმიების ჩამოსვლას. იმეპრატორმა მცირე რაზმები ჩამოაყალიბა, რათა გუთფრუას ლაშქრობის სხვა სარდლებისთვის მიეწერა არ შეძლებოდა. გარდა ამისა, იმპერატორმა თავისთან რამდეიმე წარჩინებული დასავლეთევროპელი მიიპატიჟა, რათა მათი მხარდაჭერა მიეღო, თუმცა გოთფრუამ ეს მომხრეთა დაპატიმრებად აღიქვა, გალათეის ბანაკი გადაწვა და ისევ იმპერიის დედაქალაქს შემოეწყო.
ბიზანტიელები თითქოს ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ შეტაკება, თუმცა ამის შესაძლებლობას ლატარინგიელები არ იძლეოდნენ და საბოლოოდ, დიდი ბრძოლაც შედგა - ლატარინგიელები სასტიკად დამრცხდნენ.
მიუხედავად ამისა, არავითარმა ელჩობამ არ გაჭრა - ბუიონიელი იარაღის დაყრაზე უარს აცხადებდა.
მალე, მორიგი ბრძოლაც შედგა - გოთფრუა აქაც დამარცხდა და, მხოლოდ ამის შემდეგ, დასთანხმდა იმპერატორის პირობათა მიღებას.
როდესაც ბიზანტიაში სხვა ჯვაროსნული არმიები ჩამოდგნენ, იმპერატორმა გოთფრუა სასხლეში მიიწვია, ვითარცა გარანტი ფიცის აღსრულებისა. შემდეგ მან სარდლობა ჩაიბარა, რუმის სასულთნოსკენ გაემართა და ქალაქ ნიკეასაც დაეუფლა. ბიზანტიის იმპერატორი, სავალალოდ უფხო გახლდათ და ეს მართლმადიდებლური სამყაროსთვის ძალიან ცუდის ნიშანი გახლდათ, თუმცა საუკუნის მიწურულისთვის კიდევ, და უკვე, იყო საქართველო და მისი სახელოვანი მეფე. დააკვირდით, დავით აღმაშენებელმა, ჯერ უარი განაცხადა ბიზანტიურ საკარისკაციო ტიტულატურის ტარებაზე (სევასტოსი, მაგისტროსი, კურაპალატი), რითაც საქართველო თავს აცხადებდა იმპერიის თანასწორად და, რაც უმნიშვნელოვანესია, დავითმა შეწყვიტა მძიმე გადასახადის გადახდა, რაც აშკარა დემარში გახლდათ. ერთი სიტყვით, მუსულმანურ სამყაროს, რომელიც იერუსალიმის შესანარჩუნებლად იბრძოდა, ჩრდილოეთში მეორე ფრონტი გაეხსნა. შედეგად, გოტფრუა ბუიონელმა, 1099 წელს უკვე იერუსალიმის აღება შეძლო და ასე ჩამოყალიბდა იერუსალიმის სამეფო, თუმცა, ზემოთ მოგახსენეთ, თუ რა პოზიცია დაიკავა ბუიონელმა მეფის გვირგვინის დადგმის საკითხში - მან თავი მხოლოდ მაცხოვრის საფლავის მცველად გამოაცხადა და ასე შეიქმნა ამავე დასახელების ორდენიც, ხოლო იერუსალიმში, „ლათინელი პატრიარქი“ შევიდა.

თავადაც მიხვდებოდით, რომ ეს პიროვნება, მით უმეტეს, რომ მისი მოღვაწეობის წლები, საქართველოსთვის საკვანძო ეპოქას უკავშირდება და, რაც ძალიან საინტერესოა, ის გახლავთ ძმა იერუსალიმის მეფე ბალდუინისა, რომელის მთავარი „პერსონაჟია“ ჯვაროსნებისა და საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის საიდუმლო შეხვედრის ჰიპოთეზისა - კი, ეს მხოლოდ ვარაუდია და ამ მომენტისთვის, ჯერ არაფრით მტკიცდება, მაგრამ ლოგიკა აშკარად დაჰყვება ( თუმცა ისტორიისთვის, როგორც მეცნიერებისთვის, ლოგიკა არაფერს ნიშნავს). ამ დროების შემდეგ, ევროპელ არისტოკრათთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს რაინდის ტიტულის სწორედ მაცხოვრის საფლავთან მიღება, ან ორდენის მიერ დამტკიცებული წოდება, რომელიც წმინდა მიწის მიღმა იქნა მღებული. საგანგებო მოძრაობაცსავით კი შექიმნა - „პილიგრიმობა რაინდობისთვის“.
თავისთავად ეს „მგზავრობა“, სავსე იყო საფრთხით და იერუსალიმამდე ჩაღწევა, ლამის გმირობის ტოლფასი იყო და, მით მეტად, უკან დაბრუნება. ეს კი უკვე ის პერიოდია, როდესაც მონღოლების შემდგომი საქართველო დგება ფეხზე და მალე, მსოფლიო პოლიტიკაში გიორგი V ბრწყინვალე გამოჩნდება. აქ მსურს გაგახსენოთ ერთი კარგად ცნობილი ისტორიული დოკუმენტი; ეგვიპტის სულთნის საპასუხო ეპისტოლე საქართველოს მეფე გიორგი V-ს. ეს წერილი გახლავთ პასუხი მეფის მოთხოვნაზე - საკმაოდ ცნობილი დოკუმენტია და ხელმისაწვდომი. ამდენად აქ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები: ეგვიპტის სულთანი, საქართველოს მეფესა და მის მხედრობას წმინდა ქალაქისა და ყოველი წმინდა ალაგის მცველად იხსენიებს და განიხილავს. როდიდან აღვიქმებით ასე დანარჩენი სამყაროსთვის? სამიოდ წლის წინ, კანადელი მეცნიერმა, ალან ბატლერმა, რომელიც ტამპლიერთა ორდენსა და მათი ლეგენდარული განძის საკითხებს სწავლობს, როგორც თამაზ ჩიქვინია წერს, ერთი ფრაზით მიიქცია ყურადღება: „1307 წელს, როდესაც საფრანგეთის მეფემ ფილიპე IV ლამაზმა ტამპლიერების ორდენის მთავარი სიმაგრე ტამპლი აიღო და დიდი მაგისტრი, ჟაკ დე მოლი დააპატიმრა, ორდენის ფილიალებმა სხვა ქვეყნებში ხერხი იხმარეს, ზოგმა სახელი შეიცვალა, ზოგმაც ორდენის დაშლის თაობაზე გააკეთა განცხადება, როგორც ეს ქალაქ აკრაში, მახლობელ აღმოსავლეთში მდებარე ყველაზე მძლავრი ფილიალის დიდმა მაგისტრმა, აღმოსავლეთის პრინცმა გააკეთა“… მართალია ბატონი ჩიქვინია, ერუდირებული ადამიანისათვის სახასიათო თავმდაბლობით აცხადებს, რომ ეს ჰიპოთეზაა, რომელიც მხოლოდ წლებს ეფუძნება, რაც უტყუარად ვერ ჩითვლება, მაგრამ მოდი ვიკითხოთ: აღმოსავლეთში, ქრისტიანი და ძლევამოსილი უფლისწული (1307 წელს გიორგი ტახზე არ ზის) სხვა კანდიდატი არსებობს? არა.
იერუსალიმის ქართული მონასტრის დოკუმენტებში ტამპლიერთა შესახებ დაცულ ცნობებს იცნობთ?
თეორიული მსჯელობისთვის, ნამდვილი ყამირია. ორდენის დროშაც უთუოდ მიიქცევდა თქვენს ყურადღებას. ცხადია, ერთი ბლოგპოსტი თემას ვერ დაიტევს. ამიტომ, ამ ჯერზე მხოლოდ დისკუსიისთვის იყოს. ეს ვიდეოც ძალიან ინფორმაციულია.
ადრეც მითქვამს - ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ საქართველოს ისტორიას ვიცნობთ. სინამდვილეში, ჩვენი ცოდნა ემყარება რეალური ამბების მესამედს, რომელიც ხელმისაწმდომია. წინ დიდი აღმოჩენები გველის. #გოტფრუაბუიონელი #გიორგიბრწყინვალე #ჯვაროსნები
Comments