მამულიშვილობის საბუთი
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 26, 2020
- 1 min read
ეს საკმაოდ ცნობილი დოკუმენტი გახლავთ, თქვენი არ იყოს, მეც ხშირად ვაქვეყნებ და, მინდა გითხრათ, ჯერ-ჯერობით აქტუალობა არ დაუკარგავს. ყველა ვამჩნევთ - დღეს, ქველმოქმედებას რაღაც სხვა გაგება მიეცა - პოლიტიკურ ინვესტიციასაც კი ასე მოიხსენიებენ, აკი ვიცით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სათქმელს თავად ის დოკუმენტი ამბობს, რომლის ასლსაც ახლა გთავაზობთ.
ეს ცნობილი ქართველი მეწარმისა და ქველმოქმედის, დავით სარაჯიშვილის ანდერძია. ის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, დონის როსტოვში დაიწერა.
150 000 მანეთი - წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. 150 000 მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად. 200 000 მანეთი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას 50 000 მანეთი - თბილისში რაიმე უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისთვის 30 000 მანეთი - ვლადიკავკავის ღარიბი მოსწავლეების სწავლის დასაფინანსებლად - განურჩევლად ეროვნებისა...
25 000 მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადოებას წიგნების გამოსაცემად 25 000 მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას
100 000 მანეთი - თბილისის დრამატულ საზოგადოებას 10 000 მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს და თავშესაფართა საზოგადოებას 170 000 მანეთი - სარაჯიშვილის ფირმის მუშებისთვის
15 000 მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისთვის 20 000 მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას 50 000 მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად 10 000 მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას 10 000 მანეთი - დიდუბის ტაძარს 5 000 მანეთი - რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში 200 000 მანეთი - ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში
ცადია, ეს მხოლოდ ის გახლავთ, რაც უშუალოდ სიკვდილის წინ შედგენილ ანდერძში მოხვდა, თუმცა ვინ არ იცის, თუ რამხელა წვლილი შეჰქონდა ამ დიდი ქართველ კაცს მთელი სისხლსავსე სიცოცხლის მანძილზე? ეს, საყოველთოდ ცნობილია.
დავძენ მხოლოდ, რომ ანდერძი, გარდა იურიდიული დოკუმენტისა, მაგალითიც შეიძლება იყოს და სარაჯიშვილის შემთხვევაში, სწორდ ამასთან გვაქვს საქმე - ესაა მამულიშვილობის საბუთი.
Comments