იუნკერი გეხტმანი
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 24, 2020
- 1 min read
ყველამ ვიცით, რომ საქართველოს პარლამენტის შენობა ზედ საქართველოს გმირების სამუდამო განსასვენებელს დაადგეს, როგორც კლიტე. ალბათ იმის იმედად, რომ ერთხელაც ერის მეხსიერებიდან ყველაფერი წაიშლებოდა,ხოლო ნაგებობას, აბა ვინღა შეეხებოდა განვითარებული სოციალიზმის, ან დამდგარი კომუნიზმის პირობებში?
იქ მიწას მიბარებულთა შორის, არის გაბრიელ გეხტმანი, საქართველოს დამსახურებული შვილის, გიორგი გეხტმანის ძე.

ის 25 თებერვალს, კოჯორი-ტაბახმელას მიმართულებაზე იბრძოდა და გმირული სიკვდილიც იქ ნახა.
ორიოდ სიტყვით, მამამისზე, გიორგი გეხტმანზეც ვთქვათ: დაიბადა ქუთაისში, 1870 წელს. დედა მანანა ჯორჯაძე ცნობილი ქართველი მწერლის რაფიელ ერისთავის დის, პოეტ ბარბარე ჯორჯაძის ქალიშვილი იყო. გეხტმანის ბებია, ბარბარე ერისთავი–ჯორჯაძისა, ცნობილი მწერალი, ფემინისტური იდეების მიმდევარი, XIX საკუნის შუა წლებში “მამათა და შვილთა” ბრძოლაში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ გიორგი გეხტმანის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული მეცნიერებისა და კულტურის ამ დიდებულ ტაძართან. გეოგრაფიული მეცნიერების შექმნა და აღორძინება უნივერსიტეტში და, მაშასადამე, საქართველოში ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად დაკავშირებულია გიორგი გეხტმანის სახელთან. იგი არის როგორც მეცნიერულ–საუნივერსიტეტო, ისე სასკოლო ეკონომიკური გეოგრაფიის ფუძემდებელი ჩვენში
Comments