ი-იი! სახლში იციან?
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 30, 2020
- 1 min read
ვარსკვლავებს არასოდეს ეთამაშებოდა. პირველი, რაც ახლა გამახსენდა, მისმიერ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ ატეხილი „ლეკიანობა“ გახლავთ. მერე ის, ივანიშვილს რომ აუხტა და საპრეზიდენტო სასახლეში გამაგრდა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ითქმის: არის მასში რაღაც ანტიბიძინური. ან სურდა ეს იმიჯი და, იშოვა, ფაქტია.
მგონი მაგ დემარშის მიზეზიც ეს იყო, ხოლო საბაბი.. საბაბი, როგორც ხდება ხოლმე, ამჯერადაც რთული ქვეწყობილი წინადადებებით აკინძული, უშინაარსო აბზაცების „ლუკმა“ გახდა.
და ჰო, ეს არ გამომრჩეს: პირველი, ან ერთ-ერთი პირველი, რაც ტიპმა გააკეთა, ხელფასი მოიმატა, ხომ არ მეკაიფებითო.
მოკლედ, ვიცით რასაც წარმოადგენს და ის, რომ ვიღაცას ჯობს, არ ნიშნავს სრულიად არაფერს, უშუალოდ ამ ფაქტის გარდა. ნუ, ხო - ფსკერზე არ წამოკოტრიალებულა და ესეც კარგია, მაგრამ მიდრეკილი კი არის, უნდა გითხრათ.

აი, გუშინაც..
მას რომ ჰკითხოთ, ახლა, და ზოგადადაც, ქვეყნის იმიჯია ის, რაც ჩვენი გულიანი ზრუნვის საგანი უნდა იყოს - სხვა დანარჩენი, თანმდევი საკითხებია და განიხილება პირველადი ამოცანის, ანუ იმიჯის ერთგვარ „საკმაზად“, რომელიც გემოვნების საკითხია.
არ გეჩვენებათ, რომ მის მიერ ასე დამარცვლით ჩამორაკრაკებული სამი პუნქტი, დიდი რებუსი რამაა?
მიპასუხეთ: ასე დებილებს ესაუბრებიან თუ დებილები საუბრობენ ასე?
ნუ, პირველ ორ პუნქტს კიდევ „გაღეჭავს“ კაცი, მაგრამ ეს მესამე, თვითნაბადია და ხელი-ხელ საგოგმანები. მოკლედ, გამოდის, რომ რუსეთის აქ მოპატიჟებით, ყველას ვაჩვენებთ, რომ არ ვეგუებით ოკუპაციასო.. ი-იი! სახლში იციან? ვთხოვდი, აბა, ერთი კარგად გადმოალაგეთ, ეგ როგორ ხდება-მეთქი, მაგრამ ვეჭვობ, რამე გამოვიდეს - ამ მიდგომას არგუმენტები არ აქვს და იმდენად დიდი სისულელეა, რომ არ შეიძლება მარტგველაშვილს არ ჰქონდეს გაცნობიერებული. ეს კი, წარმოშობს ეჭვს, რომ უბრალოდ ყურადღება მიიქცია. მართლაც, დამღლელია ეპიზოდური როლი ამ „პროდასავლურ ფლიგელში“, არა/ ეს, კიდევ კარგი ვარიანტია, რომ იცოდეთ.
Comments