„თანწაღება“
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 9, 2020
- 3 min read
სხვას არა წაუღია რა, აკი მიხამაც თქვა..
თუ რამ მოამარ კადაფიმ ამ ქვეყნიდან წაიღო, ეს მისი განძის საიდუმლოა - თუ კი ის მართლაც არსებობს. მისი სიკვიდილის შემდეგ, ნაწვიმარზე სოკოსავით მომრავლებული ლეგენდები, არავის გააკვირვებდა. საერთოდ, ეს ბოლო წლების ტენდენციაა.. ე. წ. „ოქროსმაძიებელთა“ ბუმი, რომელმაც, ჟან ივ კუსტოს მიერ აკვალანგის გამოგონების შემდეგ, ლამის 80-იან წლებამდე მოაღწია, ერთხანს მინავლდა, მაგრამ რაც სამყარომ დიქტატორებისგან გათავისუფლების „ახალი ფაზა“ დაიწყო, ბუმი დაბრუნდა. რაღა შორის წავიდეთ - სადამ ხუსეინის, როგორც ოქროს დიდი მოყვარულის, იდუმალ სამალავს ისეთი ინტენსიურობით ეძებენ, გეგონებათ, გუშინ დაიწყესო. ასე, დღემდე არავინ იცის, თუმცა კი, ეძებენ პალესტინის ლიდერის, იასირ არაფატის 3$ მილიარდს. ვენესუელის ყოფილმა დიქტატორმა, უგო ჩავესმა, მას მერე, რაც კადაფის აღსასრულის შემხედვარემ, რეალური საფრთხე იგრძნო, მთელი ოქრო, 211 (?!) ტონა, სამშობლოში გამოზიდა, ვინაიდან ინახავდა ამერიკის კანადის ბრიტანეთისა და შვეიცარიის საცავებში. ორიოდ წლის წინ, ბელგიაში ლამის სკანდალი აგორდა.
ყველა ითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ რა გზით და რა მიზნით ირიცხებოდა ასობით მილიონი ევრო უცნობ პირთა სახელზე მუამარ კადაფის იმ ანგარიშიდან, რომელიც, გაეროს სანქციათა შესაბამისად, 2011 წლიდან გაყინული უნდა ყოფილიყო?..
ეს სერიოზული ბრალდება გახლდათ. არა ეჭვი, არამედ ბრალდება, რადგან ბელგიის პარლამენტში ამტკიცებდნენ, რომ ხელთ ჰქონდათ გაეროს დოკუმენტი, რომელიც ცხადჰყოფდა: საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნა, რომელიც ლიბანურ ანგარიშებს ეხებოდა, ბელგიამ არ შეასრულა.

საპარლამენტო ოპოზიცია (სოციალისტები), პრემიერმინისტრ მიშელისგან (ლიბერალი) დაუყოვნებელ პასუხებს ითხოვდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საზოგადებრივი მაუწყებლის ეთერში, ანგარიშებზე დიდი თანხების მოძრაობა იარაღის საეჭვო შესყიდვებს დაუკავშირეს. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიდიე რეინდერსის მიერ მაშინ გაკეთებული განმარტებები, არაადექვატურად ჩაითვალა. ოპოზიცია ცდილობდა მიეღო გარანტია, რომ ეს ფული არ მოხვდა, ან მომავალში არ მოხვდება შემთხვევითი ხალხის ხელში ლიბიის ძალოვნებიდან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე,
ყველაფერი ნაკლების მოლოდინით დაიწყო. რეალობა გამაოგნებელი აღმოჩნდა. 2011 წელს დაწესებული სანქციების ირგვლივ მიმდინარე კერძო გამოძიებაში, რომელიც ვებრესურსმა Politico-მ წამოიწყო და სწორედ ზემოაღნიშნულ იდუმალ გადარიცხვებს უკავშირდებოდა, მოულოდნელად 16.000.000.000 ევრო ამოტივტივდა - წარმოუდგენლად კოლოსალური თანხა, რომელიც, სავარაუდოდ, ლიბანელ დიქტატორს ეკუთნოდა.
2011-2017 წლებში, გადარიცხვები უწყვეტად მიმდინარეობდა. იფარებოდა საობლიგაციო შემოსავლები, აქციათა დივიდენდები და ლუქსემბურგსა და ბახრეინში, უცნობ ბენეფიციართა საბანკო ანგარიშებზე დარიხული პროცენტები. მაგრამ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა თანხებს და, სავარაუდოდ დოლარს, მაგრამ ახლა საუბარი ტონობით ოქროზეა - 42 წლის ნაგროვებ ოქროზე იმ ადამიანისა, რომელსაც სწამდა, რომ მის მიერ მოჭრილ ოქროს დინარს, დოლარისა და ევროს დამარცხება შეეძლო.
ერთიანი მუსულმანური ვალუტის იდეა წლების წინ, მალაიზიის პრეზიდენტმა, მახათმარ მოხამადმა გაახმოვანა - მან, ვინც ეს ჩამორჩენილი ქვეყანა ე. წ. „აზიურ ვეხვად“ აქცია. რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციის მოწყობაც მოასწრო და ფულის მოჭრაც, მაგრამ მერე, იდეის პროპაგანდისტობა, პოლკოვნიკმა კადაფიმ ითავა. მას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ - ირანი, სუდანი, ბრუნეი, ინდონეზია, იემენი, ბანგლადეში.. გახსოვთ? განგაში ზარს „მეგობარმა“ სარკოზიმ შემოკრა.. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა. კადაფის შემზარავი აღსასრულიდან მალევე, მისი ნათესავთაგანი ეგვიპტის საბაჟოზე არადეკლარირებული სამკაულის შეტანისთვის დააკავეს - საუბარი 10 კგ.-ზე იყო. საბოლოოდ, საქმე დეკლარაციის არასრულყოფილ შევსებამდე დავიდა, ჯარიმით მოგვარდა და თან ისე, რომ ოქრო არ ჩამოურთმევიათ. „ოქროსმაძიებელთა“ თუ „ლეგენდალოგთა“ მთელი არმიისთვის, ეს ერთგვარი სტარტი გახლდათ და დაიწყო: აი, ტრიპოლის მახობლად სეიფი იპოვნესო..
სინამვილეში აფრიკაში აქვს ჩამარხული, უდაბნოშიო..
ეძებდა ყველა - აჯანყებულები, სამხედროები, დამოუკიდებელი ჯგუფები, ცალკეული ინდივიდები - ზოგი ლითონსაძიებლით დახეტიალობდა უდაბნოში, სხვა კი უახლესი აპარატურით აღჭურვილი თვითმფრინავიდან აწარმოებდა ძიებას. არსებობს ოფიციალური სტატისტიკა და მისი მონაცემები, მითების დაბადებისთვის, რომ იტყვიან, „ნოყიერი ნიადაგია“. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, 2010 წლისთვის, ოქროს მარაგით (ლამის 144 ტ.), ლიბია 24-ე პოზიციას იკავებდა. ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლკოვნიკმა ცენტრალურ ბანკის რეზერვებიდან 29 ტ. ოქრო გაყიდა, ვინაიდან სამხედროთა ანაზღაურებისათვის და დასავლური სანქციების პირობებში, ნაღდი ფული ჭირდებოდა - ეს დადასტურებული ცენტრალური ბანკის მაშინდელი და ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ. ამას თითქოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის მონაცემებიც ცხადჰყოფს, სადაც ლიბია უკვე 30-ე ადგილზე აღმოჩნდა, და მისი მარაგი 116 ტონაზე ოდნავ მეტს შეადგენდა. არადა, 1998 წლიდან მოყოლებული, ლიბიის მარაგი მაცრად უცვლელი რჩებოდა: 143.8 ტ. - ესეც დამაფიქრებელია, დამეთანხმეთ. ცხადია, იქ სადაც იდუმალ განძზეა საუბარი, ოფიციალური სტატისტიკის ნდობა არაა მიღებული, მაგრამ 12 წლის მკანძილზე იმდენი ნავთობი გაიყიდა... ნუთუ მცირე ცვლილებაც არ მოხდა მარაგებში?
ცხადია, კონსპიროლოგები აცხადებენ, რომ კადაფი, რომელიც დოლარს ვერ იტანდა, ყიდულობდა ოქროს და, ბუნებრივია, ის არსად აღირიცხებოდა. საუბრობდნენ 10 სატვირთოზე, რომელიც თითქოს ნიგერში გაიგზავნა.. დადიოდა ხმები განძის სამხრეთ აფრიკაში, ალჟირში, ეგვიპტეში უკრაინაში გადამალვაზე.. ბელორუსმა ოფიციალური განცხადებით უარყო, რომ „კადაფის განძით“ დატვირთულმა თვითმფინავმა, მისი რომელიმე აეროპორტით ისარგებლა.
მერე, აჟიოტაჟმა გადაიარა და ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ კადაფის ქალიშვილმა ევროსასამართლო მოიგო და საკუთარ ანგარიშებზე დადებული სანქციები მოიხსნა - გახშირდა საუბრები, რომ სინამვილეში განძი არ არსებობს.
თუმცა წინ კიდევ ერთი „აფეთქება“ მოახლოვებულიყო. პრესაში გამოჟონა დიქტატორის დაცვის დაზვერვის უფროსის, აბდულა სენუსის ჩვენების ნაწილმა, სადაც ის ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც გაერომ ლიბიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა (1992-2003 წ.წ.), სადღაც უდაბნოში აიგო ოქროს საგანგებო საცავი, თუმცა მისი ადგილმდებარეობა, მხოლოდ კადაფის ვაჟებმა იცოდნენ. შესაძლოა ერთ-ორ მაღალი წოდების სამხედროსაც სცდონოდა, თუმცა, სენუსიმ მათი ვინაობა ვერ დაასახელა. „ოქროსმაძიებელთათვის“ მათი ვინაობა სრულიად უმნიშვნელო იყო - მათ იცოდნენ მთავარი: „ეს“ იყო უდაბნოში, და იქ, ოქრო 1992 წლიდან გროვდებოდა.
Comments