top of page

ზეზვას შთაომაბვლობა ინდოეთში

Homo Erectus - ანუ გამართულად მოსიარულე, ადამიანის მსგავსი არსება ყველასთვის ცნობილია - განსაკუთრებით მას მერე, რაც ამ ჰომინიდის უძველეს ნაშთებს კავკასიაში, კერძოდ კი ჩვენს დმანისში მიაგნეს - დაახლოებით 1.77 მლნ. წლის წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯგუფი სახლობდა. აღმოჩენის უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობდა, ვინაიდან, საბოლოოდ, ის აფრიკის კონტინენტის მიღმა მიკვლელული „ერექტუსის“ უძველესი ნაშთი აღმოჩნდა. მაგალითისთვის, ერთი აფრიკული ნიმუში, რომელიც 1975 წელს კენიაში აღმოაჩინეს, 1.6 მლნ. წლის გახლავთ. ზეზვას და მზიას საბოლოო კლასიფიკაცია, ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია, მაგრამ თავდაპირველი აზრი, თითქოს საქართველოში მეცნიერებმა Homo Ergaster-ის (მშრომელი ადამიანი) ნაშთს მიაგნეს, მალევე გამოირიცხა - ვერ იმუშავა ჩვენმა ძველბერძნულმა დასახელება „გეორგიამ“, რომელიც მიწათმოქმედს ნიშნავს - თავის ქალის, ტვინის მოცულობის და რამდენიმე სხვა ფაქტორის ერთობლიობით დადგინდა, რომ ნაპოვნია Homo Erectus-ისა და Homo Habilis-ის (მარჯვე ადამიანი) შორის მოქცეული, ერთგვარი შუალედური ქვესახეობა, რომელიც აფრიკიდან დაძრული და ევროპის კონტინენტზე დასახლებული ჰომინიდებს შორის, უძველესია და 800.000 წლით ადრეულია, ვიდრე მკაფიოდ ჩამოყალიბებული „ერექტუსი“.

ქვესახეობას Homo Georgicus დაერქვა.

შეგახსენებთ რომ დრომდე, უტყუარ ფაქტად მიიჩნეოდა,რომ ერექტუსის ჩამოყალიბება აზიაში მოხდა და მხოლოდ ამის შემდეგ, დაიძრა ის დასავლეთით. ეს ჰიპოტეზა, მუდმივად პოლემიკის საგანი გახლდათ და დმანისმა, თემა დახურა. ბოლო დრომდე, აზიაში, კერძოდ ინდონეზიასა და მის შემოგარენში მიკვლელულთაგან, უძველესი ნიმუში 1.000.000 წლის გახლდათ, მაგრამ ბოლო აღმოჩენამ, რომელიც კუნძულ იავაზე, სანგირანის რეგინში მოქმედ ექსპედიციას ჰქონდა, ასაკი 300.000 წლით დააძველა - ახალი აღმოჩენა გეოლოგიურ დანალექებში „ინახებოდა“.

რეგიონში ადამიანის მსგავსი ამ ჰომინიდის გამოჩენის ასაკთან დაკავშირებით, სამეცნიერო წრე დიდი ხანია ორადაა გაყოფილი. ყველაფერი 1936 წელს დაიწყო, როდესაც ამავე ადგილებში ასამდე გაქვავებული ჩონჩხის ნაშთს მიაგნეს. უმეტესობა, ადგილობრივი მკვიდრი გახლდათ (ცნობისთვის, ეს კბილის მინანქრიდან ამოღებული სტრონციუმ 14-ის ანალიზით დგინდება).

ბოლო 20 წლის მანიძლზე, ამ აღმოჩენის ასაკის დადგენისას, ხელმძღვანელობდნენ ვულკანურ დანალექებში რადიოაქტიური არგონის დაშლის სისწრაფეზე დაკვირვებით. ეს მათ ასაკს 1-1.7 მლნ. წლამდე დიაპაზონში აქცევდა. თუმცა, პარალელურად, მეცნიერთა სხვა ფრთა ასაკის დადგენის ამ მეთოდს საეჭვოდ მიიჩნევდა და ამ ახალმა აღმოჩენამ, ასეკვე კვლევის პრინციპმა, რომელიც მასზე ჩატარებისას მოიხმარეს, წერტილი დასვა - 600.000-დან 1.3 მლნ. წლამდე, +/-. რა გასაკვირია და, მიდგომა, რომელიც ნოვატორულია, იაპონური გახლავთ. კერძოდ, ქალაქ ცუკუბას მუზეუმის პალეონტოლოგმა, შუჯი მაცუურამ, პერსონალთან ერთად, ვულკანური დანალექის შესწავლა აქამდე უპრეცედენტო მეთოდით განახორციელა - 1936 წლის შემდეგ, და არც ამ ბოლო 20 წლის მანძილზე, არავის უცდია დანალექის ზედაპირიდან აცლილი ცირკონის მარილის კრისტალების ორმაგი კვლევა - ერთი მათგანს, ცირკონის კრისტალიზაციის ასაკი უნდა დაედგენა - რამდენი ხნის წინ მოხდა ეს? ხოლო მეორე კვლევას, უნდა განესაზღვრა დრო ვულკუანური აქტივობისა, რის შედეგადაც ცირკონის კრისტალები ამოიფქვრნენ და საბოლოოდ, დანალექში აღმოჩნდნენ.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი კვლევა იმით ფასობს, თუ როგორია დამოუკიდებელი სპეციალისტების შეფასება - მათი, ვინც თავად კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა ზედმიწევნით კომპეტენტურია. შუჯი მაცუურას შედეგებს გამოეხმაურა სიდნეის მაქკოურის უნივერსიტეტის გეოქრონოლოგი, კირა ვესტავეი და კვლევის არნიშნული პრინციპი, შეაფასა, როგორც „მნიშვლელივანი გაუმჯობესება“. ამრიგად, 1.300.000 წელი - ეს ამჟამინდელი ასაკია, თუმცა, გათვალისწინებით რიგი ფაქტორებისა, რაც დროთა მანძილზე ნაშთის ბუნებრივ გადაადგილებასაც ითვალისწინებს, ასაკი, შესაძლოა, კიდევ 150-200 ათასი წლით დაძველდეს. ზოგადად, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ითვლებოდა, რომ „ერექტუსი“ აფრიკიდან აზიაში, ერთი დიდი ტალღად აღმოჩნდა და ეს 2 მილიონი წლის უკან დაიწყო. ახლა კი დგინდება, რომ ეს მიგრაცია ეტაპობრივი გახლდათ და უძველესი ნაშთები, რაც მიკვლელულია, სრულიად საწინააღმდეგო მარშრუტზე მეტყველებს - აფრიკიდან წამოსული „ერექტუსი“, დასავლეთში აღმოსავეთიდან კი არ მოვიდა, არამედ პირიქით.

მაგრამ ეს ბუნებისმეტყველებაა და სიზუსტე, პირობითია - სულ რაღაც ერთ მცირე აღმოჩენას, ყველაფრის შეცვლა ძალუძს და დმანისი, ამის კარგი ნიმუშია.


Comments


bottom of page