top of page

„ვლადიმირ ლეგიტიმური“

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - ჩვენი ბავშვობის ეს შეძახილი, ახლა აშკარად უადგილოა, რადგან ცეცხლი კარგა ხანია გიზგიზებს და ეს თამაშიც, დღეს არ დაწყებულა - უბრალოდ, „შესვენება“ დასრულდა და წინ მორიგი ტაიმია - პუტინმა ახალი ძველი თამაში გამოაცხადა. ჩვენც, ისღა დაგვღჩენია, რომ ძველებურად შევეგუოთ: რუსეთში ჯდომა სიკვილამდეა - ხელისუფლის სავარძელში ჯდომა.| ხოდა, ამიტომ ან ჰკლავენ, ან მომაკვდინებელი თმენით ელიან. პუტინი ჯერ არ მოუკლავთ.. ნუ, მისი ეს „მოდელი“, თუ დასაშვებად მივიჩნევთ მოარულ ჰიპოთეზას, რომ „პირველი“ პუტინი, დიდი ხნის გასტუმრებულია საიქიოს.

ცხადია, თუ რუსეთის ე. წ. „Вата“-ს არ მივიღებთ მხედველობაში, ყველა ყველაფერს მიხვდა - თეთრი ძაფითაა ნაკერი - ის ცდილობს აირიდოს მესამე ვადით არჩევის გამო შექმნილი უხერხულობანი - თითქოს, ახლა, სულ დემოკრატიულობის შარავანდედი უმკობდეს კეფას. და თანაც, ახალი კონსტიტუციით, რომელსაც, ეჭვგარეშეა, უპრობლემოდ მიიღებენ, პრემიერ-მინისტრი არ არის შეზღუდული ვადით.. თუ, ცხადია, აქაც სიკვდილი არ ჩაერევა. ცვლილებები დუმისთვის უფლებამოსილების გაზრდას გლისხმობს და ეს, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დამტკიცების უფლების მინჭებაშია გამოხატული. პუტინმა დროებითი პრემიერის კანდიდატიც დაასახელა, თუმცა, ფორმალურად, ეს „Единой Россия“-მ გააკეთა. წარგენილია კანდიდატი მიხეილ მიშუსტინისა, რომელიც მანამდე საფინანსო-საგადასახადო სამსახურს ედგა სათავეში. მედვედევთან შედარებით, აშკარად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალური ეფექტია - შინაარსობრივად, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ასეა თუ ისე, რაღაც ნიშნით, ეს დასავლეთსაც აწყობს, რადგან „შეჩვეულთან“ ჯობს. ვფიქრობ, ამ საკითს საჭიროზე მეტი ყურადღება ეთმობა, რადგან აღნიშნული აქტი, სხვა არა გახლდათ, თუ არა ფორმალური დასაწყისი ლეგიტიმაციის იმიტაციისა. და მაშინ, როდესაც ეს, ისედაც მოსალოდნელი იყო, სენსაციად მხოლოდ რუსეთში მიიჩნევა.


Comments


bottom of page