ვიტამინი D პანაცეა არ აღმოჩნდა
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 20, 2020
- 2 min read
საკვები დანამატების შესახებ საუბრისას, D-ს ადარებენ კიმ კარდაშიანს, რომელის დიდებაც თითქოს არსაიდან მოვიდა და პრესის იმხელა ყურადღება მიიპყრო, რომ რთულია გაიხსენო დრო, როდესაც ადამიანები მას არ განიხილავდნენ.

იყო დრო, ვიტამინი D ძვლების სიმტკიცის უებარ საშუალებად მიიჩნეოდა. მისი ვარსკვლავის ამობრწყინება 2000-იან წლებში დაიწყო, როდესაც მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები და განაცხადეს, რომ ეს ვიტამინი ბევრად მეტ სასარგებლოს შეიცავს, ვიდრე ადამიანის ჩონჩხს ესაჭიროება. აღმოჩნდა, რომ ის ებრძვის დაავადებებს საკმაოდ გრძელი სიიდან, რომელშიც გაფანტულ სკლეროზსაც მიაგნებთ, ასთმას, დეპრესია, გულის დაავადებებსა და კიბოს. ითქვა ისიც, რომ D ვიტამინი, სასარგებლოდ მოქმედებს რა კუნთოვან ქსოვლზე, კვებავს მას.. სპორტულ შედეგბსაც აუმჯობესებს.
აქ დიდია ე. წ. „ვიტამინ D-ს“ საბჭო, რომელიც 2003 წლიდან მოქმედებს, ეწევა პროპაგანდას მოსახლეობისა და ექიმებისთვის, ყიდის სატესტო ნაკრებებს, რათა სისხლში D ვიტამინის შემცველობა განისაზღვროს და ა. შ ექიმებმა გადაწყვიტეს შეამოწმონს ეს.
რაც უფრო მასშტაბურია კვლევა, მით მეტია არც თუ დამაჯერებელი რეზულტატები. გასულ წლის ნოემბრში, ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალმა“ გამოაქვეყნა ამ დროისათვის ყველაზე საფუძვლიანი კვლევა იმისა, თუ რა გავლენა აქვს ვიტამინ D-ს დანამატებს გულ-სისხლძარღვთა და კიბოს შემთხვევაში. ადრინდელი რეზულტატები, თავის დროზე, საუკეთესო შემთხვევაში მოინათლა, როგორც „არადამაჯერებელი“, ხოლო უარეს ვერსიაში, მათ „არც თუ სანუგეშო“ უწოდეს. ასე, 2017 წლის ერთ-ერთ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ კვლევაში ჩართულ ადამიანებს, რომელბიც ვიტამინ D-ს გულ-სისხლ-ძარღვთა სამკურნალოდ იღებდნენ, არ აღენიშნათ არტერიული წნევის, ინსულინისადმი მგრძნობელობისა ან ლიპიდების პარამეტრების გაუმჯობესება.
მეტიც, ძველთაძველი რეპუტაცია, თითქოს ის ძვლების სიმკვრივეს შველის, ლამისაა დაიმსხვრეს. აშშ-ის პროფილაქტიკური მომსახურების საგანგებო ჯგუფმა, რომელიცც ჯანდაცვის პოლიტიკისთვის რეომენდაციებს იძლევა, დაასკვნა, როდესაც მოტეხილობათა პროფილაქტიკაზე ვსაუბრობთ, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ან რეკომენდაცია გაეწიოს პრეპარატს, ან სრულად დაიწუნონ.
„ვფიქრობ, რომ დამკვიდრებული აზრი, რომ ვიტამინი D ძვლების შეზრდასა და სიმკვრივეს უწყობს ხელს, ერთობ არადამაჯერებელია.“
- აცხადებს შტატ მენის სკარბოროს სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე მოქმედი სამედიცინო ცენტრის ოსტეოპოროზის მკვლევარი, კლიფფორდ როზენი და დასძენს, რომ დღეს, ამ ვიტამინთან დაკავშირებული ენთუზიაზმი, ყოველ შემთხვევაში სამეცნიერო წრეებში, იკლებს.
Comments