ერთი ღილაკი და.. სალამი 1910-ანებიდან!
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 2, 2020
- 2 min read
ყოფილი ოპერმუშაკი, ფილმების მთარგმნელი და გამხმოვანებელი (უფრო ცნობილი მეტსახელით „გობლინი“), ოპერგეიმერი, კომპიუტერული თამაშების შემქმნელი, მწერალი, პუბლიცისტი, ბლოგერი, დამოუკიდებელი YouTube არხის (რომლის ხელმომწერთა რაოდენობა მილიონნახევარია) ავტორი და წამყვანი, დმიტრი პუჩკოვი თვლის, რომ მაშინ, როდესაც ყველაფერი ერთი ღილაკის დაჭერაზეა დამოკიდებული, და მას რუსეთი არ ფლობს, საუბარი რაიმე რეალურ დაპირისპირებასა და კრემლის მიერ წინააღმდეგობის გაწევაზე, სასაცილოა.

ყველაფერი უკავშირდება რუსულ ინტერნეტსაზოგადოებაში მზარდ შიშ,რომ ერთხელაც იქნება და სანქციები საერთაშორისო ქსელს შეეხება და მაშინ... ყველაფერი დასრულდება!
არაფერს ვამბობ ხელისუფლებაზე, კავშირგაბმულობაზე, ტრანსპორტზე, ჯარების მართვაზე, თანამგზავრებზე.. გარდა ამისა, პრობლემები არ დაუკავშირდება მხოლოდ საბანკო სექტორს ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.. ყველაფერი კერძო ადამიანისთვისაც ისეთ დონეზმდე დავა, როგორც, ვთქვათ, „ამაზონიდან“ ნივთის გამოწერაა, რადგან კომპანია, რომელიც მისი ეგიდით რუსეთში საქმიანობს, სერვერებს დასავლეთში ინახავს.
რუსეთში, ამგვარი ინფრასტრუქტურა არ აგებულა - ის, უბრალოდ, ფიზიკურად არ არის. აი, მე, მაგალითად, ბოლო 20 წელია, YouTube-ს სერვისით ვსარგებლობ, სადაც ჩემს მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლები მიდევს და ფულს ვშოულობ. რუსეთში, მსგავსი არაფერია, რაც ამ ხარისხისა და რაოდენობის ვიდეოს შეუფერხებელ გადმოცემას გაუძლებს. და ადამიანები, იძულებულნი არიან მიმართონ ამერიკულ რესურსებს. ეს ცუდია, რადგან როდესაც „იქ“ ღილაკს დააჭერენ, აქ დაიმსხვრევა ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი.
- აცხადებს პუჩკოვი და იქვე დასძენს, რომ თუ კი უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ყველა ბანკი Windows-ის ოპერაციულ სისტემას მოიხმარს, რაც ნიშნავს, რომ სრულად დამოკიდებულია ინტერნეტით მიწოდებულ განახლებებზე.
ცხადია, ყველას ახსოვს SFIWT-ის შესაძლო გათიშვის თემა და მისი, როგორც ერთ-ერთი მაცრი სანქციის პერიოდული ამოტივტივება.
საბოლოო ჯამში, გათვალისწინებით იმისა, რომ დამოუკიდებელი რუსული ინტერნეტი არა და არ „იშვა“ და, სავარაუდოდ, მისი ამოქმედება მოსალოდნელიც არაა, საკმარისია ერთი ღილაკი და.. ბასტა! - რუსეთი წინა საუკუნის 10-იან წლებშია. დიახ, სწორედ მანდ, ვინაიდან რომ არა ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები, მენტალურ დონეზე, დიდი სხვაობა არ შეინიშნება.
ვფიქრობ, რუსეთის მიერ ინტერნეტის მეშვეობით წარმოებული პროპაგანდა, ჰიბრიდული, საინფორმაციო ომი და სხვა უმსგავსობანი, საკმარისი საფუძველია, რათა რუსეთი ამ სახით დაისაჯოს, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, ეს უკვალოდ არც დანარჩენი მსოფლიოსთვის ჩაივლის და პუტინი, ფსონს სწორედ ამაზე დებს.
Comments