დიდი ომი?
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 4, 2020
- 2 min read
ხშირად ვამბობთ და ვისმენთ, რომ ომმა სახე იცვალა და ე. წ. „მესამე მსოფლიო“ უკვე მიმდინარეობს. ეგრეა, ოღონდ ნაწილობრივ - ომმა სახე იცვალა, თუმცა ბუნება არა - ამ საპირისპირო აზრსაც ბევრი გამხმოვანებელი ჰყავს და მათი ეს შეხედულება, ასე ფორმულირდება: ერთი „გენერალური“ სისხვლისღვრის გარეშე, კაცობრიობა უბრალოდ ვერ გაძლებს. და ეს საშინელებაა. ამერიკულ-ირანული დაპირისპირება ლამის ნახევარი საუკუნის წინ, უანასკნელი შახის გაქცევიდან დაიწყო და მას მერე, ამერიკის მხრიდან სამხედრო შეტევა, როგორც სავარაუდო ამბავი, სულ ტრიალებს, თემა მუდამ დგას. ბოლო ხანს, ამას ისრაელის აქტიურობამ და, რაც მთავარია, თავად ირანის დაუდგრომლობამ შეუწყო ხელი - სირიაში ის არა თუ გულშემატკივარია, არამედ მონაწილე და თან, უკვე, როგორც რეალური მხარე-ფაქტორი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთი თუ ირანის პირდაპირ სამხედრო მოკავშირეებში არ წერია, თანამგრძნობებში აშკარად იგულისხმება და აქ, აშშ-ის ფაქტორი ეგებ გადამწყვეტიცაა, პრინციპით - ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია.

ბრიტანელი ლეიბორისტის, რიჩარდ ბურგონის სიტყვები, რომელთა თანახმადაც, ომი ირანთან იქნება გაცილებით დიდი ამბავი, ვიდრე ერაყში სამხედრო მოქმედებები გახლდათ, სიმართლესთან არა თუ ახლოსაა, არამედ ოდნავადაც ვერ ასახავს მას - ომი ირანთან, თავის თავში სწორედ იმ „მესამე“-ს პოტენციას ატარებს.
ამ მომენტისთვის, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - აშშ დიდი საერთაშორისო კოალიციას ვერ შეკრავს. ბუნებრივია, ეს ცხადი პირველ რუგში მისთვისაა და ალბათ ამიტომაც, მან იმთავითვე მოახდინა დემონსტრაცია, რომ მარტო მოქმედებისთვისაც მზადაა. დონალდ ტრამპმა უანასკნელ საჯარო გამოსვლაში საგანგებოდ აღნიშნა კიდეც, რომ დღეს, მსოფლიოში უძლიერესი არმია სწორედ შტატებს ჰყავთ და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, დაარწმუნებენ. მოცემულ რუკაზე დახედვაც საკმარისია, რათა აშკარა გახდეს სურათი - ირანი ალყაშია. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად „ღია“ მიმართულება ჩრდილოეთია და ჩვენთვის საინტერესოც, სწორედ იგია.
ჰიპოთეტურ განვითარებაში, რუსეთს საბრძოლო მოქმედებებსი ღია თუ ფარული ჩართვისთვისორი გზა აქვს. მათგან ერთი, რომელიც კასპიაზე გადის ახლა ყველაზე უპრობლომოდ მოჩნას. თუნდაც იმიტომ, რომ „მოსკოვს თირანში „ჩასვლა“ ისე ხელეწიფება, რომ სხვა სახელწმფოთა უფლებებს არც კი შეეხება.
სხვა საკითხია მეორე მარშრუტი - სახმელეთო. ბინებრივია ამ ჰიპოთეზაში რუსეთს სომხეთის ტერიტორიაზე განთავდსებული გიუმრის სამხედრო ბაზა, მისი კონტინგენტი და შესაძლებლობები არ ეყოფა. ამდენად, ძალიან მარტივად როიმ ვთქვათ, საქართველო უნდა გამოიაროს. რეალურად, რამდენიმე საათის თემა, ხოლო დღე-ღამეში ირანის საზღვართანაც იქნება.
ამერიკას, სამხრეთ თურქეთში განლაგებული ძალებით, ჩრდილო ირანის „გადაკეტვის“ შესაძლებლობა აქვს, მაგრამ აქ, უკვე ანკარის პოზიციაა საინტერესო.
ვიმეორებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოთეტური შესაძლებლობაა, მაგრამ როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ერთი ცალსახაა - საქართველო მზად არაა - არც საკუთარი უსაფროების უზრუნველყოფისთვის და არც აშშ-თვის მოკავშირეობის გაწევისათვის.
Comments