top of page

დე-ფაქტო

როგორც ჩანს, რუსეთის „ახალი ეპოქა“, დოკუმენტებისდმი ძველებურად მგრძნობიარე აღარაა. ან, ვის რაში ჭირდება რუსეთის ბეჭედი, ხელმოწერა და ფიცი-მტკიცი, როდესაც იმთავითვე ცნობილია, რომ დაირღვევა უმალ, როგორც კი მომენტი იქნება, ვინდაიდან იგი დაიდო სწორედ ამ მონეტამდე მოცდისთვის და არა იმ მიზნების სარეალიზაციოდ, რომელიც კირილიცათი ჩამოიწიკწიკებიათ.

ჩვენ, ეს არც გუშინ გაგვიგია, არც გუშინწინ და არც შარშან - საუკუნეებია „მივირთმევთ“. მაგრამ, დღევანდელობაში, მის პოლიტიკაში არის რაღაც „ნოუჰაუ“, რის გამოც, დიდად მოწადინებული, არც რუსეთი ჩანს.

ამ „ახალი ეპოქის“ მთავარი მახასითებელია ყველაფერი, რასაც საქართველოში ახლა ვაკვირდებით: ყოველგვარი დე-იურეს მიღმა, საქართველო რუსეთის დე-ფაქტო გუბერნიაა. დააკვირდით: ყველაფერს მართავს მეფისნაცვალი, რომელიც საქართველოს „ფაეტონს“ ხრამისკენ თავისნაცვალებით მიაქროლებს. მთავრობას ხელმძღვანელობს პირი, რომელიც სხვას კი აბრალებს ფულის გათეთრებას, მაგრამ, ახლახანს, თავად გახდა ამგვარი მაქინაციის პოერსონაჟი და, რაც საყურადღებოა, ყველაფერი დაუკავშირდა ირანს. პარლამენტზე, აღარაფერს ვიტყვი - ფორმალობადაც აღარ ვარგა. პრეზიდენტიც იმთავითვე ფორმალური რამ გახლდათ და აპრიორი უვარგისი, მაგრამ ეს ინდივიდი, ამ თავისი „ღწვით“, ახერხებს მიიქციოს ყურადღება.

ჯერ იყო და თხლად შემოგვიფინეს, ლავროვი მოდისო - დაახლოებით ერთი თვის წინ.

დღეს, ისეთი პირი უჩანს, ხაჭაპურების დაცხობა უნდა დავიწყოთ.

ის არ გვეყოფოდა, რომ ზურაბიშვილმა კანონის მოთხოვნებზე თვალის გარდაუვალი დახუჭვა ოფიციალურად და საერთაშორისო ტრიბუნიდან შემოსძახა.. ახლა ის ვერ ამოღერღა, რომ ოკუპანტისადმი, რომელსაც ჩვენი ტერიტორია დაუკავებია, და კიდევაც მოიწევს, სანქციების დაწესება მადლიაო. ის უბრალოდ გაექცა უკრაინელი დეპუტატის შეკითვას და., რეალურად, განაცხადა, რომ წელს რუსეთი მართლაც ცუდად იქცევა და ვფიქრობ, შარშან რასაც ვაკეთებდით, იმის კეთებას ალტერნატივა არ აქვსო. - დაგვიცინის - ვიტყოდი ადრე, მაგრამ ახლ,ა ღრმად მწამს,რომ ინსტრუქციით მოქმედებს. და ის, როგორც სხვასაც უთქვამს და, მეც არა ერთხელ აღმინიშნავს, უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება - ეს უცხო ქვეყანა მტრული სახემწიფოა და ამდენად, ზურაბიშვილი ადგას ღალატის გზას. და მისი ეს „მუშაოკობა“, გადაიქცა მდარე ფილმის რაღაც ფრაგმენტად, რომელიც გაუთავებლად მეორედება.


Comments


bottom of page