დასტურია: სულეიმანი მოკლეს
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 3, 2020
- 1 min read
Updated: Jan 5, 2020
ის არ გახლდათ ჩვეულებრივი ირანელი გენერალი. ის სამხედრო ელიტის ჩვეულებრივი წარმოადგენელიც კი არ იყო - ის განსახიერება გახლდათ ამ ელიტისა. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის (IRGC) მეთაური, ირანის რეგიონული უსაფრთხოების ამჟამინდელი სტრატეგიის არქიტექტორი, გენერალი ყასემ სულეიმანი ბაღდადის აეროპორტის დაბოვბვას ემსხვერპლა - ცნობა ოფიციალურად დადასტურდა. ამერიკული მხარის განცხადებით, სამხედრო თავდასხმა, რომლის მიზანი იმ შემდგომი სამხედრო აქტივობების აღკვეთა გახლდათ, რომელიც ირანის მხრიდან ივარაუდებოდა.

დაბომბვათა სერია უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის ოფიციალურ განცხადებაში, ყოველივე შეფასებულია, როგორც „საერთაშორისო ტერორიზმის აქტი“. ირანის ოფიციალური საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამავე დაბომბვას საველე მეთაური აბუ მახდი ალ-მუხანდისი ემსხვერპლა.
Comments