გერმანიის არაბული ომი
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Feb 3, 2020
- 2 min read
სულ უფრო მწვავდება პრობლემა, რომელსაც ევროპული გიგანტი ლტოლვილთა ახალი ნაკადის გამო აწყდება. ცხადია, სრულიად გარდაუვალია ადამიანთა დიდი ჯგუფების იმდენად ეფექტური კონტროლი, რომ არასასურველი არავინ შეგეპაროს და შედეგად, ევროპა, და მათ შორის გერმანია, გაივსო სირიელი თუ ახლო-აღმოსავლეთის სხვა რეგიონებიდან ლტოლვილი, საბრძოლო გამოცდილების მქონე ელემენტებით, რომლებმაც ქუჩის კონტროლზე პრეტენზიები გამოთქვეს.
რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი დაპირსპირებაში შევიდნენ სხვა არაბებთან - ჯერ კიდევ 70-იან წლებში მიგრირებული ოჯახების შთამომავლებთან, რომლებმაც, ამ ხნის მანძილზე გარკვეული გავლენაც მოიპოვეს.

ამასწინად, გერმანულმა საინფორმაციო პორტალმა და სატელევიზიო არხმა ARD აჩვენა ფილმი, რომელიც ახლო-აღმოსავლეთიდან გამოსულ, დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ეხებოდა. მათ გერმანიაში „კლანებად“ იხსენიებენ.
გერმანიის კრიმინალური პოლიციის სააგენტოს თავკაცი, ხოლგერ მიუნხი:

ყოველ მესამე სასამართლო პროცესში, ეჭვმიტანილთა შორის, სულ ცოტა, ერთი მიგრანტი მაინც ფიგურირებს. ჩვენ მთელი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს
ჯერ კიდევ სექტემბერში, მიუნხმა განაცხადა, რომ 760 ადამიანს, რომლებიც სირიიდან და ერაყიდან არიან, განიხილავენ, როგორც პოტენციურ ტერორისტს და აკვირდებიან მათ ქმედებებს. ძნელი სათქმელია, რამდენად ტერორისტულია ეს ე. წ „დაჯგუფებები“, მაგრამ კრიმინალური, ნამდვილად არის და ამაზ, სტატისტიკაც მეტყველებს.
2015-2016 წ.წ.-ში ახლო-აღმოსავლეთიდან, კერძოდ სირიასა და ერაყიდან ჩამოსული „კლანები“, გავლენის სფეროთა „ახალ“ გადანაწილებაში, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაერთნენ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კრიმინალური ომი მათსა და 70-იანი წლების ბოლოს, სამოქალაქო ომს გამოქცეულ ლიბანელთა შთამომავლებს შორის მიმდინარეობს.
თუ კი „ძველებს“ ის უპირატესობა აქვთ, რომ გარემოსთან ადაპტირებულნი არიან, აქვთ კავშირები.. „ახლები“ ამ „დანაკლისს“ სისასტიკით „ავსებენ“ - შეიძლება ითქვას, ისინი პირდაპირ სანგრიდან არიან.
ლიბანური დაჯგუფებები, ძირითადად ბერლინში, ბრემენში რეინ-ვესფალიის ჩრდილო მიწებზე და ქვემო საქსონიაში მოქმედებენ. მათ შორის ყველაზე ცნობილნი გახლავან „აბუ-შაერი“, „ალ-ზაინ“, „რემო და მირი“. მათი კრიმინალური საქმიანობის ძირითდი სფერო სრულიად „ტრადიციული“ - ძარცვა, რეკეტი, ნარკოვაჭრობა და პროსტიტუცია.

მაისში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის შს მინისტრმა, ჰერბერტ რუელიმა განაცხადა, რომ გამოავლინეს 104 დანაშაულებრივი „კლანი“. ითვლება, რომ „კლანებთან“ აფილირებული 6.000 მიგრანტი, ეჭვმიტანილია 2016-2018 წ.წ.-ში ჩადენილ 14.225 დანაშაულში. აქედან 2 მკკლვლელობაა, 24 მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანების, ძარცვისა და შანტაჟის შემთხვევათა რაოდენობა, ასეულობით იანგარიშება.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულთა მესამედი, მხოლოდ ათ „კლანზე“ მოდის. „კლანთან“ კავშირის გამო ეჭვმიტანილებში, 36% გერმანიის მოქალაქეა, 31% ლიბანელი, 15% თურქი და 13% სირიელი
მრავალი წლის მანძილზე, მოქალაქეთა შეტყობინებები, რომლებიც აღნიშნულ საკითს ეხებოდა, უყურადღებოდ რჩებოდა. რატომ ხდებოდა ეს - პოლიტკორექტულობის, როგორც ასეთის, მცდარი გაგების გამო? თუ იმ მიზეზით, რომ დამკვიდრებული შეხედულებით, ის, რაც არ უნდა ხდებოდეს, უბრალოდ შეუძლებელია მოხდეს... ასეა თუ ისე, ახლა ამას ბოლო მოეღება. ჩვენ კანონის ძალის ქვეშ უნდა ვცხოვრობდეთ და არა კლანთა ძალისა
- განაცხადა მინისტრმა რეუელმა
როგორც ბერლინის პოლიციის შეფი, ანდრეას გეიზელი ჰყვება, ბანდათა საქმიანობას 20-მდე გავლენიანი ოჯახი აკონტროლებს. მათგან 7-8, დანაშაულებრივ სამყაროში ძალიან ღრმად არის გასული. ბერლინის უბნებში - „ნოიკიოლნი“, „კროიცბერგი“ და ჰეზენდბრუნენე“, არის ქუჩები, სადაც პოლიცია მხოლოდ გაძლიერებულ რაზმთან ერთად ბედავს შესვლას. მაშინაც კი, როდესაც პოლიციელი ცდილობს, ვინმე „კლანის“ წევრი ველოსიპედის სავალ ნაწილზე არასათანადო პარკირებისთვის დააჯარიმოს, ის აწყდება მისი ნათესავებისა და მეზობლების უკიდურესად აგრესიულ და საფრთხისშემცველ წინააღმდეგობას.
კლანის“ წევრები მიიჩნევენ, რომ „თავის ტერიტორიაზე“ არიან და აქვთ ყველაფრის უფლება
- აცხადებს გეიზელი.
ჩამოთვლილთაგან, „ნოიკიოლნი“ ყველაზე პრობლემური უბანია. აქ „კლანების“ მხრიდან სოციალური დახმარების დანაშაულებრივი სარგებლობაც პრობლემაა. „ნოიკიოლნის“ მერის მოადგილე, ფელიქს ლიკკე აცხადებს, რომ „კლანები“
..უმუშევრობის შემწეობას განიხილავენ, როგორც შემოსვლის ერთგვარ წყაროს, რომელიც სხვა საშუალებებით მიღებულ ფინანსებს ავსებს. ისინი, სოციალური დახმარების მიღებით დისკომფორტს არ გრძნობენ, თუმცა თავისუფლად შეუძლიათ, აქვთ საშუალება, რომ იუარონ იგი. ისინი, კანონის ნორმათა დაცვაში დაინტერესებულნი სულაც არ გახლავან. ისინი მხოლოდ მაქსიმალური სარგებლის პოვნას ცდილობენ იმაში, რისი გაკეთებაც მათთვის სახელმწიფოსა და საზოგადოებას შეუძლია
ლიკკეს თქმით, მათთვის სახელმწიფო არის დაცინვისა და ექსპლოტაციის საგანი.
მათტან ბრძოლა, ათწლეულებს დაიკავებს. ეს მარათონია და არა სპრინტი
- ამბობს გეიზელი
Comments