top of page

ბრიტანეთის პროლეტარიატი ტრამპს აკრიტიკებს

ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერი, ჯერემი ქორბინი მოვლენების იმ განვითარებით, რაც ირანის ირგვლივ ყალიბდება და რასაც ყველა ვაკვირდებით, ფრიად უკმაყოფილოა.

ეს ძალიან სერიოზული და საშიში ნაბიჯია და ბრიტანეთს მსოფლიო ომთან აახლოვებს

განაცხადა ქორბინმა და მას, მხარი სხვა ლეინორისტებმაც აუბეს.

ზოგადად, აღნიშნული პარტია ირანელი გენერლის ლიკვიდაციასაც განგაშით შეხვდა. მათი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს ბორის ჯონსონი, რომელიც ავიადარტყმის შესახებ აზრზეც არ ყოფილა.

ჩვენ ადრეც ვაცხადებდით, რომ უნდა მოვერიდოთ ირანთან დაძაბულობის შემდგომ განვითარებას.. და რომ ომი ირანთან, შესაძლოა, აღმოჩნდეს გაცილებით საშიში, ვიდრე ომი ერაყში. ტრამპთან ამფსონობას ახლა უნდა გავექცეთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო მოძრაობა მშვიდობისათვის და ომის წინააღმდეგ

რიჩარდ ბურგონის ეს სიტყვები ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს მთელ წინააღმდეგობას, რომლის ძირითადი ღერძი წარმოადგენს ოპოზიციის აპელაციას, თითქოს ჯონსონის მთავრობა მზადაა აჰყვეს ტრამპის ავანტურას, და რომ ეს დაუშვებელია.

Comments


bottom of page