top of page

ბლუმბერგი, რომელიც არ არის ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე ამბების ფონზე, ამერიკის პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, ორ მილიარდერს - დონალდ ტრამპს და მაიკლ ბლუმბერგს სულ უფრო ხშირად ადარებენ. ამაზე ბევრი წერს და, მათ შორის, „ასსოშეიდედ პრესს“ (AP). სტატიაში, რომლის ავოტირც ჯონათან ლემირია, ნათქვამია, რომ ისინი წააგვანან ერთმანეთ, თუმცა სხვაობა, რომელიც ამ ორ პერსონას შორისაა, მათ აბსულუტურად სხვა და სხვა ყალიბში ათავსებს.

ისინი დაძაბული მოკრივეებივით დასტრიალებენ ერთმანეთს, დასცინიან ერთურთს twitter-ზე, ამასხარავებენ და დამამცირებელი ფრაზებით ამკობენ. აღმოსავლა ორივემ მანჰეტენზე დაიწყო, ერთმანეთის პარალელურად.

თითოეულმა მათგანმა, თითმის ერთ დროს დააგროვა რეალური და წარმოსახვითი კაპიტალი და ორივე მათგანმა, გამოავლინა მიდრეკილება ნივთებსა თუ სხვა რამეთ, თავისივე სახელი დაანათლონ (მაგ.: „ტრამპტაუერი“). და აქ მსგავსება სრულდება. პრეზიდენტი ტრამპი და მაიკლ ბლუმბერგი ძნელად თუ იქნებიან ამაზე განსხავევბულები, ვიდრე გახლავან, მაგრამ ახლა, ორივეს ერთი და იგივე სურვილი ამოძრავებთ, ერთი სამსახური სურთ: ტრამპის სამსახური.

ბლუმბერგი, მთელი არსებით ავლენს, რომ არ გახლავთ ტრამპი: მსოფლიოს სახელგანთქმული ფილანტროპი, რომელმაც შექმნა ფინანსური მონაცემებისა და მედიის კომპანია, დაასაქმა 20.000 ადამიანი და რომლის ღირებულებაც Forbes-ის ვერსიით 60 მილიარდი დოლარია, სამჯერ გახლდათ არც მეტი, არც ნაკლები ნიუ-იორკის არჩეული მერი.

ამერიკის უდიდესი მეგაპოლისის სხვა ყოფილი მერის, ედ კოხის იმჟამინდელი პრესს-მდივანი, ჯორჯ არტცი ამბობს:

ბლუმბერგი, ესაა ის, რად ყოფნასაც ტრამპი ისურვებდა: შეექმნა ის, რითაც ყველა ისარგებლებდა, ჰქონოდა რეალური სიმდიდრე, შექმჩნეული ყოფილიყო, როგორც შემოქმედებითი პიროვნება... ტრამპს კი, საკუთარი იმიჯის შექმნა მოუწია

და მართლაც, ხომ ყველას გვახსოვს მისი, იმ დროს თითქოს და ვერშენიშნული, გამოჩენები ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში („მარტო სახლში“), თუ ლამის წინასწარმეტყველებად გამოცხადებულ ანიმაციაში.

საყოველთაო შეფასებით, ბლუმბერგი, მოქმედების კაცია, მას შეუძლია და უყვარს პრომლემების მოგვარება, უყვარს პრაქტიკის გავლა, თვით ახალი სატვირთო მანქანების დიზანის დონეზეც კი, ხოლო ტრამპი..

ტრამპი, ძირითადად, შუომენია

- აცხადებს არტცი და დასძენს, რომ ის მუდამ ეძებდა ყურადღებას, მაშინ, როდესაც ბლუმბერგი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა იმ დრომდე, ვიდრე ნიუ-იორკის მერობა არ მოისურვა.

სულ ახლახანს, პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც ადრე ბლუმბერგს მეგობრად მიიჩნევდა, ის მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის (ბლუმბერგი - კ.ნ.) უზარმაზარ სახსრებს ხარჯავს, ამდიდრებს არა ერთ მაუწყებელს, მაგრამ ვერსად წაუვა. ბლუმბერგის უფროსმა მრჩეველმა, ჰოვარდ ვულფსონამ იქვე განაცხადა:

მაიკმა, დონალდ ტრამპი ბრონქსში, გოლფის მინდვრის მმართველად დანიშნა და რაიმე სხვა სამსახურისთვის, აღარ დაიქირავებს. და პრეზიდენტმა ეს იცის

ტრამპის საპასუხო იუმორი უმსგავსო იყო, რადგან მან კონურენტს „მინი-მაიკი“ უწოდა და ამით, შეეცედა კონკურენტის სიმაღლეზე (5 ფტ. და 8 ინჩი) ემასხრა. ბლუმბერგმა მტკივნეული დარტყმა სულ სხვა მეთოდით მიაყენა. როდესაც ტეხაზში მას ჰკითხეს, სურს თუ არა ქვეყანას, ჩაერთოს ორი ნიუ-იორკელი მილიარდერის რბოლაშიო, მან უპასუხა:

..და მეორე, ვინ არის?

Comments


bottom of page