top of page

„..ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი..“

იმისთვის, რომ ის არც თუ ჩვეულებრივი ატმოსფერო გაგახსენდეს, ის უხმამაღლესი დუმილი, რომელიც ჩამოდგა, ვითარცა ნისლი, არ გახლავთ საჭირო რაიმე თარიღი ან მოვლენა - ჩვენს პლეადას ეს წარუშლელ ნიშნად გვდევს. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რაღაცის გამო გახსენდება ეს ყოველივე.. პირველი, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელი ქადაგების ერთმა ტირაჟირებულმა ნაწყვეტმა გამახსენა, მისი ეს სიტყვები გახლდათ:

საინტერესოა, ვის რა ასოციაცია გაგიჩნდათ, ვინ რა პარალელი გაავლეთ? ისე კი, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით.. განსხვავებით, თუნდაც, საუკუნისწინანდელი საქართველოსგან, სადაც ერი ფაქტობრივად უწიგნური გახლდათ და მამულიშვილთა წრეს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა დაჭირდა, ჩვენ, თანამედროვე ქართველები, თავისუფლად ვკითხულობთ, სურვილის შემთხვევაში, ცხადია, და წაკითხულის შინაარსიც გვესმის.

ჰოდა, თუ კი არსებობს ისეთი, ვისაც მარკოზის სახარება არ წაუკითავს, აგერ ბატონო, ამ ამონარიდს მაინც გაეცანით: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი.“ დავამატო რამე? #მართლმადიდებლობა

 
 
 

Comments


bottom of page