top of page

Hе надо пополам!

Updated: Feb 21, 2020

ბიძინას „ოცენების“ შემხედვარეს, სულ უფრო ხშირად მახსენდება ძველი ანეკდოტი ტაიგაში დაკარგული რუსის და ტაჯიკის შესახებ. ანეკდოტი, ფოლკროლია - კონკრტული ავტორი არ ჰყავს, თაობიდან თაობას გადაეცემა და ცვლილებებს განიცდის..

ჰოდა, აქაც, ისევე, როგორც ყოველ ფოლკლორში, სიბრძნესაც მიაგნებს დაკვირვებული გონი და გაწაფული თვალი.

მოკლედ, დაიკარგებიან ეს ორნი და უკვე მესამე დღეა, მშივრები დაწიწიალობენ. ბოლოს, როგორც იქნა და, ცივ მჭადს მიაგნებენ. სტაცა რუსმა ხელი და ზედ გატეხვის წინ და ტაჯიკს უთხრა, მოდი, ძმურად გავიყოთო.

ტაჯიკმა, ძმურად არ გვინდა, შუაზე გავიყოთო.

ეს ამბავი კარგად გადმოსცემს, თუ როგორ ესმის ძმობა რუსს და ჩვენ, ამისთვის, სულაც არ გვჭირდება ანეკდოტი - ამგვარი მცდელობები პირადად „გაგვისჯინჯავს“.

უბრალოდ ახლა ჩვენში ამის მსგავსი ვითარებაა - კარგად ჩანს, თუ როგორ ესმის ივანიშვილს მოლაპარაკებათა არსი, კომპრიომისის რაობა და სავალდებულო ორმხრივობა.. წარმოგიდგენიათ? ხელისუფლებამ მოლაპარაკებათა მაგიდიდან წამოაყენა და ციხის გზას სრულიად აბსურდული და ყოველგვარ სტანდარტს აცილებული გადაწყვეტილებით გაუყენა მოლაპარაკებათა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და ახლა, ოპოზიციას ისევ მაგიდასთან ეპატიჟება და თანაც, თითქოს და სწორი აქცენტების, თუმცაღა, ყოვლად უტიფრად დასმით.

ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგსა და კონსენსუსს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიან, კონსტრუქციულ გადაწყვეტას გულისხმობს.

ცხადია, ეს მდინარაძის „ნიშაა“..

ან მდინარაძის ჯერი .

ამ თვალსაზრისით, ოცნებას საკმაოდ გრძელი სათადარიგო სკამი ჰყავს - ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ცეტრალური უტიფრის ადგილზე, ხომ წარმოგიდგენიათ?

„მონათუხუცესის“ რანგია, ლამის.

ამ ინდივიდზე ადრე ვიკითხე, ნეტავ ეს რა მიმდინარეობაა-მეთქი..

საბოლოოდ დავრწმუნდი - არაფერი ახალი - ტიპიური სოვიეტიკური მოდელი - როგორც აზროვნებაში, ასევე ლექსიკაში; როგორც გადაწყვეტილებასა და ქმედებებში, ასევე, მათ შემდგომ „შეფუთვაში“.

მდინარაძემ, თუ კი მასში საერთოდ დარჩა ადგილი საკუთარ პერსპექტივაზე ფიქრისთვის, შესაძლოა ეს იმიტომ თქვა, რომ მერე, სადმე არქივებში დაილექოს, რომ „იმ მოღვაწის“ აზრით, „დიალოგსა და კონსენსუსს ალტერნატივა არ აქვს.“

და ამას ამბობს იმ ძალის სპიკერი, რომელმაც არა თუ ცადა მოლაპარაკება, არამედ მცდელობა არ დაუკლია, რათა ჩაეშალა იგი და თან ეს ისე წარმოჩენილიყო, რომ ვიზავის დაბრალებოდა. და ვინაიდან ეს სრულიად შეუძლებელი გახდა, ადგა და..

__

სუფრასთან დიდი მხიარულება იყო. ყველა შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ. ბევრი იყო ცეკვა, სიმღერა, ლექსი, ხუმრობა..

ერთი მდაბიო, რომელიც სხვა წრის წარმოადგენელი გახლდათ და ამ ყველაფერს, სრულიად შემთხვევით ესწრებოდა, დიდ საგონებელში გახლდათ - ცეკვა არ იცოდა, რომ ჩართულიყო, არც ხმა მიეცა მისთვის განგებას და არც მუსიკალური სმენა...

არადა ისე მწვავედ ეწადა არა თუ მომსწრე ყოფილიყო ამისა, არამედ მონაწილეც.. იფიქრა, ხუმრობა მაინც გამომივაო და სხვა რომ ვერა მოიფიქრა რა, სულ ხარხარსა და სიცილ-კისკისით.. მაგიდაზე მოისაქმა.. - ესეც ფოლკლორია, ერთგვარი.


Comments


bottom of page