All In
- კონსტანტინე ნიშნიანიძე

- Jan 25, 2020
- 1 min read
რომ გითხრათ, ამ ფაქტმა სახტად დამტოვა-მეთქი, გადაჭარბებული იქნება - ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიდი ხანია კორპორაცია თუ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. მაგრამ ნურავის ეგონება, რომ ეს „შაიკა“ მხოლოდ ჭეშმარიტ მართმადიდებლობასა და მრწამსზე ძალადობით ხეირობს - ეს სახელმწიფოსთან შესისხლხორცებული სტურქტურა, ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია რიგი ძალიან მომგებიანი ბიზნეს-ლიცენზიებისა, რომელსაც, როგორც წესი, სხვა სტრუქტურათა საფარველქვეშ, სწორედ გუნდაივის კანტორა მართავს. მაგალითისთვის, საკმარისია დავასახელოთ მოსკოვის საპატრიაქროს ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც მთელი მეღვინეობის მეურნეობა აქვს კრასნოდარის მხარეში. ის 70 ჰა. ფართობზეა გაშენებული, კოლოსალური შემოსავალი მოაქვს და, ცხადია, სრულიად შემთხვევით, იქვე მდებარე, რამდენიმე მილიარდ რუბლად დამჯდარი, საპატრაიარქო რეზიდენციის სამეზობლოშია განთავსებული.

იგივე კომპანია, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად, არეგისტრირებს სავაჭრო ნიშნებს და, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ მათი შინაარსი არც ისე რელიგიურია. სასაქონლო კლასიფიკაციით, ეს ახლადრეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები უკავშირდება ალკოჰოლური ნაწარმის - ჯინის, არყის, ლიქიორის, ღვინის წარმოებას.. ასევე, პანსიონატებისა და სასტუმროების მომსახურებას, გამოცდების მიღებას დრონების მართვაში (!) და, რაც ყველაზე საგულისხმოა, სამორინეებისა და აზარტული თამაშების ორგანიზების უფლებას. დაზუსტებით ვერ გეტყვით, ამის გარკვევაზე დროს ნამდვილად არ დავხარჯავ, მაგრამ სავარაუდოდ, ის სარგებლობს სრულიად ოფიციალური საგადასახადო შეღავათებითაც, რაც მის შემოსავალს, ცხადია, ზრდის.
Comments