top of page

16 თებერვალი, შულავერი

საქართველოს სახელმწიფო არქივის პროსოპოგრაფიული „კოლექციები“ უამრავ საგანძურს ინახავს. ახლა ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ, რომელიც მკაფიოდ ცხადჰყოფს თუ როდის, რა გარემოებებში დაიწყო საქართველოს ოკუპაციის, ანექსიისა და შემდგომი სოვეტიზაციის ფინალური ოპერაცია. ქვემოთ წარმოდგენილი ფოტო-ასლი, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-დან გახლავთ.

ძალიან ცნობილი სახელებია. და ეს მორიგი დასტურია იმისა, რომ ქართველობა, პირველ რიგში, შეგნების საკითხია, და შემდგომა ამისა, და მხოლოდ ამის მერე, გვარის და წარმოშობის. ისე კი, ამ და სხვა მათ მსგავს ელემენტებს სწორედაც ეს ჰქონდათ წაშლილი - ეროვნული შეგნება. ისევე, როგორც ამ „მშვენიერ სიაში“ წარმოდგენილ და ბოლოს მოხსენიებულ პირებს, რომელთა სახელებმაც, ალბათ, ბევრი არაფერი გითხრათ.. ან, სულაც არაფერი.

ეს ახსნადია. ცხადია, ისინი არც აქაურები გახლდნენ და, პრინციპში, სადაურებიც უნდა ყოფილიყვნენ, ასეთ საქმეთა გამჩარხავები, იშვიათად ფიგურირებენ საჯარო არქივებში.

და, როგორც წესი, სწორედ იმ ძალათა მსხვერპლნი ხდებიან, ვისი ბიძნური საქმის მკეთებელნი მანამდე იყვნენ.

ყველამ ვიცით - ამ თავყრილობიდან რამდენიმე დღეში, საქართველო მრავალმხირივ შეტევის ობიექტად მოგვევლინა

არც ლენინს, არც სტალინს წითელ მოსკოვში..

და ტფილისის მისადგომებთან - არც ორჯონიკიძეს და მას აყოლილ გადამთიელებს გახსენებიათ, სულ რაღაც არასრული ერთი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, საბჭოთა რუსეთი აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს.

იხელმძღვანელეს მხოლოდ პუნქტით, რომლის თანახმადაც, საქართველო კისრულებდა ვალდებულებას, რომ ადგილობრივ კომუნისტებს არ შეავიწროვებდა. და აი, სწორედ აქ ამუშავდა აპრობირებული და, მას მერეც არა ერთხელ მოხმარებული, რუსული „მოდელი“:

„იმ“ ხელშეკრულებაში „ის“ ჩანაწერი არის.

ახლა საჭიროა, შეიქმნას ინციდენტი, ჩამოყალიბდეს „მხარე“, რომელსაც გამოექომაგებიან..

ხოლო მეორე, რომელიც უნდა განადგურდეს, აკი იმთავითვე ცნოლი გახლდათ.

ჰოდა, შეიკრიბა შულავერში ის ავადსახსენებლი კომიტეტი - მხარეც იყო და, მანამდე, ინციდენტებიც არა ერთი დაიდგა... ერთი იმდროინდელი ქართველის მოგონებიდან მახსენდება.. იგი უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან დემოკრატიულ საქართველოში გადმოპარვას ლამობდა. ცნობილი „წითელი ხიდი“ შეეღებათ - ჩვენს მხარეს თეთრი იყო, აზერბაიჯანის მხარეს კი, უკვე წითელი.

ზედ ფერების გადაკვეთაზე, ტყავის პალტოში გამოწყობილი, მაუზერით შეიარაღებული, ალკოჰოლით აყროლებული, უშველებელი რუსი „ბაბა“ იდგა და, როგორც პროლეტარიატის ჭეშმარიტ შვილს შეეფერებოდა, ხმამაღლა ბილწსიტყვაობდა. ის ხანა გახლდათ, როდესაც XI არმია უკვე საქართველოს საზღვრებს იყო მომდგარი.. ამ დროსვე, დასაველთიდან, კერძოდ აფხაზეთის მიმართულებიდანაც საფრთხე გახდა მოსაგერიებელი. წინა წელს, საქართველომ სომხური ინტერვენცია ბრწყინვალე კონტრეშეტევით დააგვირგვინა, მაგრამ ჭრილობა არ შეხორცებულა და ამის ნიმუშები, ცნობილია. ყველაფერი ის, რაც ამის შემდგომ საქართველოს თავს გადახდა, მომდინარეობს ამ ღალატისა და ძალმომრეობისგან და მას მერე, არასოდეს ისეთი მკაფიოდ გამოხატული შესაძლებლობა ჩვენს სამშობლოს არ ჰქონია, რომელიც ახლა მიეცა - მის სასარგებლოდ მეტყველებს ყველაფერი - ის წინააღმდეგობაც კი, რომელსაც ახლა დაგვტყდომია და რომელსაც მალე გავტეხავთ, ვინაიდან იგი გვაკავშირებს, გვაერთიანებს და სიძილერის უპირატესობას გვძენს. მთავარია, ახლაც მზაკვრული ღალატის ლუკმად არ ვიქცეთ - ვინმე, ქართული გვარის ადამიანის ხელით, როგორც „დამვიდრებულა“.

ძალა ერთობაშია!


Comments


bottom of page