top of page

1000 ცალი, 118 მეტრის, მილიონი კაცისთვის

ეს ყველაფერი 2050 წლამდე უნდა დასრულდეს. საუბარია 118 მეტრის სიგრძის ათას ერთეულ ხომალდ Starship-ზე, რომელიც კარგად ცნიობილი Space X-ის ბაზაზე შეიქმნა და რომლის აგებას ცნობილი ილონ მასკი გეგმავს, რათა მილიონი ადამიანის მარსზე გადაბარგება უზრუნველჰყოს. მისი პროტოტიპი სექტემბერში წარმოადგინეს. თითოეული მათგანი ერთ ჯერზე 100 მგზავრს დაიტევს (შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ პირველმა წარმატებულმა გაფრენამ, მხოლოდ ეკიპაჟის 4 წევრი დაიტია.

პირველი გაფრენა წელსვე, „2-3 თვეში იგეგმება“ - ამის შესახებ, ნოვატორმა Business Insider-ს განუცხადა და ასევე გაამხილა რამდენიმე საინტერესო დეტალიც. მაგალითად, ერთია გამგზავრება, თუ ეს საერთოდ მოხერხდა, მაგრამ მერე? მასკი აცხადებს, რომ წითელ პლანეტაზე ყველას დაასაქმებს - ის საუბრობს ქალაქის მშენებლობაზე. მხოლოდ მას მერე, რაც თითო გაფრენის ღირებულებას 2 მლნ$-მდე დაიყვანს, მასკი სამგზავრო ბილეთების გაყიდვასა და წითელი პლანეტის მასობრივ კოლონიზაციას დაიწყებს - წელიწადში 100 გაფრენა ტეხაზში განლაგებული კოსმოდრომიდან, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გაფრენები 356 დღის მანწილზე იწარმოებს - საუბარია 30 დღიან ფანჯარაზე, როდესაც თავიანთ ორბიტებზე მოძრაობის ტრაექტორია, დედამიწისა და მარსის მაქსიმალურ სიახლოვეს უზრუნველჰყოფს - ეს კი 26 თვეში ერთხელ ხდება. და ამ 30 დღის მანძილზე, დღეში სამი სტარტი, რაც ყოველდღიურად 300 ადამიანის გამგზავრებას ნიშნავს.

გასათვალისწინებელია, რომ ადამიანების გარდა, მარსზე 100 კილ.ტ. ტვირთი - სამშენებლო მასალა და დამხმარე საშუალებებია ჩასატანი. დღეში 100 ტ. - ასე დაიგეგმა. საბოლოოდ, ილონ მასკი მიიჩნევს, რომ კოლონიზაციის პროცესი 10 წელიწადს დაიკავებს, რაც ცვლის მის მიერ მანამდე გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ამას 20 წელი დაჭირდებოდა.


Comments


bottom of page